166
13 დეკემბერი 2023, 15:19
ქართველიშვილი ციხის დოკუმენტურ მასალებს იხსენებს და ამას ნაცების „პოლიტიკურ პათოლოგიურ ანატომიას" უწოდებს. „პოლიტიკური ტრანსპლანტოლოგია. ამ "საინტერესო" დარგში თამამი ექსპერიმენტები ყველას გვახსოვს. ნეო-ალქიმიკოსების დონეზე ჩატარებული ცდებიც. ყველაფერი ეს და უფრო მეტიც ახასიათებდა და ახასიათებს ქართველ ლიბერალ-ფაშისტებს - ნაცებს. როდესაც ქალაქში დადიოდა ხმები, რომ ნაცების ერთ-ერთ სარფიან ბიზნესად - ადამიანური ორგანოებით ვაჭრობა იყო, პირადად მე არა მჯეროდა, რადგანაც სხეულების ქირურგიული კვეთის დროს ხელში „სანთელი არ მეკავა". ამიტომაც ამ თემას არასდროს ვეხებოდი. სამაგიეროდ კარგად მახსოვს დღევანდელი „ნაც-ყასაბის", დუმბაძის მანიაკალური დანაპირები - კიდურების ამპუტაციის თაობაზე. მართალია - ეს მის დღევანდელ თანაპარტიელებს ეხებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობაა. ფულისგან განსხვავებით - ყველა სისხლს ერთი და იგივე სუნი აქვს. შემდეგ გავეცანი დოკუმენტურ მასალებს, ციხის პროზექტურაში გარდაცვლილებზე „სკოჩით" დაბმული ცოცხალი პატიმრების წამებაზე - ასე გაიხსნა ჩემთვის ნაცების „პოლიტიკური პათოლოგიური ანატომიის" არსი. შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე უდანაშაულო მამაკაცების „გაქათმების" პროცესის ამსახველი ვიდეკადრები, ალბათ ასევე, „პოლიტიკური მედიცინის" ფარგლებში ჩატარებული. ამიტომ, ნაც-ყასბებისა და ჯალათების ბინძური ბაგეებიდან ჩვენი პირებიდან ენის ამოჭრის მუქარას რომ ვისმენ, ამ პოლიტიკური სასაკლაოს მესვეურების მხრიდან რატომღაც საერთოდ აღარაფერი მიკვირს. მათ „დასახვრეტ სიებში" ისედაც შეტანილები ვართ, უბრალოდ, როგორც ჩანს - ჩვენი ნაწილ-ნაწილ დანაწევრება მათ სხვა, „ფროიდისეულ" სიამოვნებას ანიჭებს.“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |