161
13 დეკემბერი 2023, 14:37
ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ „ენა უნდა ამოაჭრა „ქართული ოცნების“ ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია“ სოციალურ ქსელში აფასებს.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მანიპულაციებშიც „ლუზერი“ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე სხვას რომ დააბრალებს დეზინფორმატორობას, უკვე მორიგი ანეკდოტია.
„ჩვენს რადიკალურ ოპოზიციაში არიან უნიკალურად უტიფარი პოლიტიკური ექსპონატები - რაც უფრო მარგინალია, მით უფრო თავხედი და, რაც მთავარია, უგუნურია. ბოროტი ჯამბაზი, მანიპულაციებშიც „ლუზერი“ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე სხვას რომ დააბრალებს დეზინფორმატორობას, უკვე მორიგი ანეკდოტია. გიორგი ვაშაძემ ვერაფრით გაიგო (ეტყობა არც უხსნიან), რომ მისი ნებისმიერი საჯარო გამოსვლა პოლიტიკა კი არაა, არამედ იაფფასიანი კლოუნადა.“-წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |