ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აცხადებს, რომ „ენა უნდა ამოაჭრა „ქართული ოცნების“ ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია".
ექსპერტის თქმით, სწორედ ვაშაძის დამფინანსებლები ავრცელებენ დეზინფორმაციას და საარჩევნო კამპანიაც ამაზე აქვთ აწყობილი, თუმცა, წარმატებას მსგავსი ხერხით ვერ მიაღწევენ.
„ეს გაყიდული ლუზერი, ვის დეზინფორმაციაზე ლაპარაკობს ან რა ლექსიკით მეტყველებს, ეს არის პოლიტიკოსი, ვისაც უნდა ანდოს ქვეყნის მართვა ამომრჩეველმა? ეს არ იყო ხან პოროშენკოს რომ მიეყიდა და ხან ვის და ხან ვის. ეს კაცი მოღალატეა მთელი თავისი არსებით. ენა ამოაჭრას თავის ბელადს და თავის დამფინანსებლებს, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებაზე რომ აქვს აწყობილი მთელი საარჩევნო კამპანია, მაგრამ როგორც 2012 წლის მერე ვერ მიაღწია წარმატებას, ასე იქნება მომავალ არჩევნებზეც“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |