153
12 დეკემბერი 2023, 13:01
ალბათ იგეგმება უკრაინული დროშებით "სლავაუკრაინელელების" საპროტესტო მსვლელობა აშშ-ს საელჩოს შენობასთან. ძირს "რუსი სენატორები!" - ალბათ იწერება ბანერები. არა "რუსულ კონგრესს!" - ალბათ სწავლობენ საპროტესტო "შვისტოკებზე" აღშფოთებულ შეშფოთების ნოტებზე აწყობილ მელოდიის დაკვრას, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ ზელენსკისთვის ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით კიდევ ერთი დახმარების გაცემის მცდელობა წარმატებით არ უნდა დასრულდეს.
ქართველიშვილის თქმით, ნიკა მელიას ფლანგი სენატორ დევიდ ვენსის წინასწარმეტყველურ შემოძახილს "Kiss my *ss!" - დიდი ალბათობით თავისი ახალი პარტიის დევიზად აირჩევს.
„ასეთი "ანტიდასავლური" რიტორიკა მე კელი დეგნანის საქართველოდან გამგზავრების დღიდან არ მსმენია. მსგავსი "აგრესიული" დემოკრატიის "უკუსვლა" ლამის მონატრებული გვქონდა "ხალხის ძალას" - და აი ისიც. "რუსეთუმებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!" - ისმის ატმოსფეროში ნეო-ინტერნაციონალის თანამედროვე მეხოტბეთა პერაფრაზირებული სტრიქონები.
ალბათ იგეგმება უკრაინული დროშებით "სლავაუკრაინელელების" საპროტესტო მსვლელობა აშშ-ს საელჩოს შენობასთან. ძირს "რუსი სენატორები!" - ალბათ იწერება ბანერები. არა "რუსულ კონგრესს!" - ალბათ სწავლობენ საპროტესტო "შვისტოკებზე" აღშფოთებულ შეშფოთების ნოტებზე აწყობილ მელოდიის დაკვრას.
"მორწმუნე ნაცების" რიგებში მოახლოებული არმაგედონის გამო იკითხება სულ უფრო გამძაფრებული შეგრძნება. "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოში მიღებულია გადაწყვეტილება - პარტიის დაშლა "მეორე ჟამის" დაწყების ერთ-ერთ ნიშნად ჩაითვალოს. მელიას ფლანგზე კი, სენატორ დევიდ ვენსის წინასწარმეტყველურ შემოძახილს "Kiss my *ss!" - დიდი ალბათობით თავისი ახალი პარტიის დევიზად აირჩევენ. საყოველთაო სიგიჟე თავის ლოგიკურ აღსასრულს უახლოვდებოდა...“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |