163
10 დეკემბერი 2023, 20:51
გინდ გაართულოს ფრაზები, დაადოს მძაფრი მუსიკა და დრამატულად წაიკითხოს კამერების წინ უნიჭო მელაძემ სიცრუით გაჯერებული ტექსტი, ხალხს უკვე მისი არ სჯერა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა აქციამ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ნოდარ მელაძის სიუჟეტს „ფონდი ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
ფოჩხუას თქმით, აქამდე ფონდ "ქართუს" უკანონო არაფერი ჩაუდენია და სწორედ ესაა, რომ კლავს ოპოზიციას.
„გინდ გაართულოს ფრაზები, დაადოს მძაფრი მუსიკა და დრამატულად წაიკითხოს კამერების წინ უნიჭო მელაძემ სიცრუით გაჯერებული ტექსტი, ხალხს უკვე მისი არ სჯერა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა აქციამ. დასცინის საზოგადოება მის ამ უნიჭო სიუჟეტებს, მგონი თავისთვის ლაპარაკობენ, აბა გადახდილ ხელფასს ისე ვინ შეარჩენს. აქამდე ფონდ "ქართუს" უკანონო არაფერი ჩაუდენია (ესაა რომ კლავს ოპოზიციას) და ეხლა რატომ შეცვლიდა მუშაობის სტილს. ამ ყველაფერზე პასუხს კი დაელოდონ მომავალ არჩევნებზე, რაღა დარჩა.“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |