ლევან ნიკოლეიშვილი: ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც უმადურმა, ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
262 09 დეკემბერი 2023, 22:33

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, დღეს ურცხვად ცდილობს მიიწეროს სხვისი მონაპოვარი, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ მარშზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

ექსპერტის თქმით, ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა არც კი იცოდა, რატომ, რის გამო შეიკრიბა და გაიარა ამ სუსხიან დღეს რუსთაველის პროსპექტზე.

„მარში, მარში, მარში...ევროპული მარში...ნეტავ რა იხარშება ზოგიერთების თავში (კინაღამ სხვა რამე წამომცდა...თქვენ რა იფიქრეთ?!) სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო ტვ პირველის რეპორტაჟი გეყოფა ადამიანს გაიგო რა ხდებოდა დღეს რუსთაველის პროსპექტზე, მაშ ასე დავიწყოთ: „დღეს ევროპულ მარშზე იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადის დედა, რომლის შვილი თურმე ევროპული მომავლის გამო ეწირება“...მამის უკანალში დამჭრელი ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც შეეცადა მოლოტოვის კოქტეილით ცოცხლად დაეწვა ქართველი პოლიციელები! „ქვეყნის მთავარსარდალი ეგებება ევროპული მომავლის მოსურნე უამრავ ქართველ ხალხს“-ისე უწოდებენ მთავარსარდალს, სააკაშვილსა და ზურაბიშვილს, თითქოს ვერ ითვლიან რამდენ ბრძოლაში წარუძღვა ან ერთი ან მეორე ქართულ ჯარს მტრებისგან ძირძველი მიწების გამოსახსნელად...პრეზიდენტად წოდებულ, კონსტიტუციური სასამართლოს მიერ იმპიჩმენტ დადგენილი, ქართული პოლიტიკის გამსკდარი ფურუნკული სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, დღეს ურცხვად ცდილობს მიიწეროს სხვისი მონაპოვარი (თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის ასე იძახოდა მაგალითად რუსეთის ბაზების შესახებ); სააკაშვილის პირადი დამცველი ნინო ლომჯარია, რომელსაც მიაჩნია, რომ მხოლოდ უკრაინასთან ერთად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ლომჯარია რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს თავზე ბომბების ცვენას ნატრულობდა... ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც უმადურმა, ქართულისა და საქართველოს არ მცოდნე, ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა არც კი იცოდა, რატომ რის გამო შეიკრიბა და გაიარა ამ სუსხიან დღეს რუსთაველის პროსპექტზე...სალომე ფარისეველი კი ურცხვად იდგა და ასე კმაყოფილი იკრიჭებოდა გეგონება მის წინ მართლაც მარშმა ჩაიარა...“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი