384
09 დეკემბერი 2023, 21:22
ფიგურულ ციგურაობის იუნიორთა გრან პრის სერიათა ფინალში საქართველოს ჰიმნმა გაიჟღერა. სპორტულ ცეკვებში ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მოკლე, თავისუფალი და ორივე პროგრამის ჯამში სეზონის და კარიერის საუკეთესო შედეგები დაიმსახურა და ოქროს მედალი მოიპოვა.
გასათვალისწინებელია, რომ გრან პრის სერიათა ფინალში თითოეული დისციპლინიდან საუკეთესო ექვსეული გამოდიოდა. ასე რომ, საუკეთესოებს შორის გამარჯვება ორმაგ მნიშვნელობას იძენს. მით უმეტეს, თუ მეორე და მესამე ადგილებს კანადელები იკავებენ. ცნობისთვის, მეორეზე გასული კანადელები ქართულ წყვილს 33.28 ქულით ჩამორჩნენ.
„შეჯიბრების შემდეგ ჩემი განცდები იგივეა - შვება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარგი შეჯიბრებაა. ბედნიერები ვართ იმით, როგორც გამოვედით. წინ ევროპის ჩემპიონატი მოგველის. კვლავაც უმაღლეს მიზნებს ვისახავთ, შეიძლება გამარჯვებაც. ასევე ვგეგმავთ მსოფლიო და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას,“ -გამარჯვების შემდეგ განაცხადა ბერულავამ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |