დავით ქართველიშვილი: თუ განიჭებენ ევროსტატუსს - მიიღე, ხოლო, როგორც კი, დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, საფრთხე დაემუქრება შენს საბაზისო ფასეულობებს - მამული, ენა, სარწმუნოება, გაიქეცი!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
363 08 დეკემბერი 2023, 22:29
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კანდიდატის სტატუსის მოლოდინთან დაკავშირებებით ანალიტიკურ მიმოხილვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მულტიპოლარულ სამყაროში საჭიროა ზრუნავდე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ამისთვის შესაძლებელი ყველა საჭირო საგარეო ვექტორის გამოყენებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს. 


„ფაქტობრივად, სასწორის ორ მხარეს განლაგებულია ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, დაფუძნებული საქართველოს ხელისუფლების ობიექტურ წარმატებაზე და ჩვენი ე.წ. ოპოზიციის სუბიექტური წინააღმდეგობა ამ პროცესებისადმი. თუ რა მხარეზე გადაიხრება ევროსაბჭო, როგორც „სასწორი“ - გაირკვევა სულ რაღაც ერთ კვირაში. 

საქართველოსა და მისი მოსახლეობის უმრავლესობის მხარეს გადაიხრება, თუ ქვეყნის უმცირესობის მხარეს დადგება, რომელსაც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის არც ეროვნული, არც დასავლური და არც აღმოსავლური წარმატება არ აწყობს და მის გეგმებში ეს არ შედის. მათ აინტერესებთ მხოლოდ „ცალ ფეხზე“ მდგომარეობაში, საკუთარი ვიწრო, აგენტურული კომფორტი პოლიტიკური ლაქიაობის პირობებში.

ხოლო იმ ევროსკეპტიკოსთა გასაგონად, რომლებიც, მართალია, „ნაცები“ არ არიან, მაგრამ რომლებსაც, ასევე, არ სურთ საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭება, როგორც ამას სამადაშვილი თუ ვაშაძე ეწინააღმდეგება, მინდა ორი რამ შევახსენო: პირველი - საქართველო შედის მულტიპოლარული მსოფლიოს „ტურბულენტურ“ ზონაში; და მეორე - მინდა შევახსენო რუსული ანდაზა: „გაძლევენ - აიღე, გცემენ - გაიქეცი“.

მულტიპოლარულ მსოფლიოში დასავლეთიდან წამოსულ პრეფერენციებსაც უნდა თანხმდებოდე და აღმოსავლეთთანაც გაკავშირებდეს მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები, ხოლო, როგორც კი მძლავრი სტრატეგიული პარტნიორის შუამდგომლობით მკვდარი წერტილიდან დაიძვრება ჩვენი ძირითადი სანუკვარი ოცნების ხორცშესხმა - ჩრდილოეთთანაც მიდიოდე ამ მიზნის მისაღწევად საჭირო მოლაპარაკებებზე. 

ამას ჰქვია მულტიპოლარულ სამყაროში ზრუნავდე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ამისთვის შესაძლებელი ყველა საჭირო საგარეო ვექტორის გამოყენებით. მათ შორის, შენს პოლიტიკურ „ყულაბაში“ ევროინტეგრაციის გზაზეც შენი დამსახურებული ადგილის ღირსეულად დამკვიდრებით. 

ამიტომ, თუ განიჭებენ ევროსტატუსს - მიიღე. როგორც კი რომელიმე მხრიდან, დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან საფრთხე დაემუქრება შენს საბაზისო ფასეულობებს - მამული, ენა, სარწმუნოება, გაიქეცი! და სწორი მიმართულების სასარგებლოდ გააკეთე არჩევანი. როდესაც დღეს ასეთი საფრთხე არ არსებობს, რატომ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას?“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი