გერმანიის ელჩი კანდიდატის სტატუსზე: გერმანიის პასუხი იქნება ცალსახა - დიახ !
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 06 დეკემბერი 2023, 11:30
კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვაქვს ევროკომისიის რეკომენდაცია და იმედი მაქვს მომავალ შაბათ- კვირას ევროპული საბჭო მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ - განაცხადა.

ფიშერის თქმით, საქართველოსთვის ევროპული საბჭოსგან კანდიდატის სტატუსის მინიჭება ბევრ საკითხზე და ქვეყანაზეა დამოკიდებული, მაგრამ გერმანიის პასუხი ცალსახად იქნება „დიახ“. „შემდეგ იწყება ძალიან ხანგრძლივი პროცესი მოლაპარაკებებისა ევროკავშირთან. არსებობს ძალიან ბევრი სამართლებრივი ნორმა, რაც უნდა დანერგოს საქართველომ, მაგრამ კანდიდატის სტატუსი არის ცალსახა სიგნალი ეკონომიკური აქტიორების მიმართ, რათა საქართველომ მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის ბაზარზე, ძალიან ფუნქციონირებად ბაზარზე და ეკონომიკურმა აქტიორებმა ფუნდამენტურად გააძლიერონ თანამშრომლობა საქართველოსთან. არის ძალიან დიდი სხვაობა და მნიშვნელობა ხარ თუ არა კანდიდატი, მიილტვი თუ არა წევრობისკენ ევროკავშირში. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს რათა 15 დეკემბერს საქართველომ მიიღოს ევროპული საბჭოსგან კანდიდატის სტატუსი. ბევრი საკითხი არსებობს, ბევრ ქვეყანაზეა დამოკიდებული, თუმცა გერმანიის პასუხი იქნება ცალსახა, ეს იქნება „დიახ“. - განაცხადა ერნსტ პეტერ ფიშერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გრეტა წიწავა „მგზავრებს“: თქვენ რომ არ გეძინათ რუსეთში რათა კაი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო
შალვა პაპუაშვილი: რეგისტრირებული 30,000-ზე მეტი NGO-დან 25,000-მდე ორგანიზაცია უმოქმედოა. აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136 მათგანისათვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა
თბილისის მერია - სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ
ევროპული საბჭო: ველოდებით, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით
ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს
არქივი