ირაკლი მეზურნიშვილი: უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ გვჭირდება დაგვეხმაროს უნგრეთი სხვა ქვეყნებთან, დაარწმუნოს, რომ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 06 დეკემბერი 2023, 11:27

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად უნგრეთში იმყოფება, აცხადებს, რომ უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მეზურნიშვილმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ უნგრეთი დაარწმუნებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებსაც, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„უნგრეთი არის ჩვენი დიდი მეგობარი. ბოლო პერიოდში ინტენსიური ვიზიტები განხორციელდა საქართველოში პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დელეგაციის აქ ჩამოსვლა, ამ ქვეყანაში, რადგან შევედით ბოლო ფაზაში. სულ მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ვიცით, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ ნაწილში მაგრამ ჩვენ არა მარტო მხარდაჭერა გვინდა, არამედ გვჭირდება ლობირება ამ საკითხის რომ დაგვეხმაროს უნგრეთი სხვა ქვეყნებთან, რომ დაარწმუნოს, რომ ვიმსახურებთ გადაწყვეტილებას [კანდიდატის სტატუსს]“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით ბუდაპეშტშია. ვიცე-პრემიერის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპული საბჭო: ველოდებით, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით
ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს
სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილს აქვს ნულოვანი მხარდაჭერა. ყველამ იცის, რომ ის არის გაშიფრული აგენტი
სოზარ სუბარი: უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა არის მოლდოვა - თუ ამას ევროპულ სტანდარტს უწოდებენ, კარგად ყოფილა ევროპის საქმე
სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა - ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება
არქივი