დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე-ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 05 დეკემბერი 2023, 15:44
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილს განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ბატონ მაჭარაშვილს ვურჩევ, ცოტა მეტი იკითხოს, ევროპულ პრესას მაინც გაეცნოს, რომელიც მის მშობლიურ, რუსულ ენაზე ითარგმნება“.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, როგორ უნდა გეზიზღებოდეს ამ წარსულისა თუ აწმყოს მქონე ნომენკლატურას საქართველოს ღირსეული წინსვლა ღირსეული ევროპისკენ. "ხალხის ძალაში" წიგნების კითხვა არ უყვართო, დეპუტატ მაჭარაშვილის მშობლიური ენა რუსული ყოფილა, ორბანი საქართველოს და ევროკავშირის მტერი და პუტინის მეგობარიაო, ხოლო 15 დეკემბერს სტატუსს არ მოგვანიჭებენო - ეს არის სალომე სამადაშვილის ბოლო განცხადებებიდან მოკლე ამონარიდი. თქვენი არ ვიცი, მაჭარაშვილი რუსულად იგინებოდეს (არც ქართულად სხვათა შორის) - პირადად მე არ გამიგია, ხოლო სამადაშვილის ცხრასართულიანი რუსული "мат"-ი - კი ბატონო. მის დანარჩენ პროგნოზებს უფრო დაწვრილებით ალბათ 15 დეკემბერს მივუბრუნდები, ხოლო გადამეტებულმა სიცრუემ (ბავშვობაში ასე მასწავლიდნენ) ცხვირის გაზრდა იცისო. ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, ცხოვრების წესს გვიწუნებენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან. როგორ უნდა გეზიზღებოდეს ამ წარსულისა თუ აწმყოს მქონე ნომენკლატურას საქართველოს ღირსეული წინსვლა ღირსეული ევროპისაკენ“-წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი