ნანა კაკაბაძე: ყველაფრიდან ჩანს, რომ მადამ პრეზიდენტი სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დატოვებს პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 02 დეკემბერი 2023, 11:50

ხელმოწერების შეგროვების კამპანია მხოლოდ საკუთარი თავის გაპიარების მიზანს ემსახურება და სხვას არაფერს, რადგან სტატუსის საკითხი გადაწყვეტილია და ორ კვირაზე ნაკლებ დროში ეს ოფიციალურად გამოცხადდება. ამ ყალბი კამპანიის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ 15 დეკემბერს ეს ხელმოწერები ჩაიტანოს ევროპაში და გაამყაროს ის ყალბი ნარატივი, თითქოს, საზოგადოებას მიეცა ეს სტატუსი და არა - ხელისუფლებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ სტატუსის მიღებას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ყველამ იცის და ხელმოწერებით ახალი რა უნდა აჩვენოს სალომე ზურაბიშვილმა გარდა საკუთარი თავის წარმოჩენის.

მისივე თქმით, ყველაფრიდან ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების დარჩენილ წელიწადზე ნაკლებ ვადას ბოლომდე არ მიიყვანს, სავარაუდოდ, უკვე გაზაფხულიდან დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში.

„სალომეადა
სალომე ზურაბიშვილის „საქმენი საგმირონის“ არასრული სია:
კრიმინალი პოლიტიკოსების შეწყალების გზით გათავისუფლება;
საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ლობირება;
ამერიკული კანონის „რუსულ კანონად“ მონათვლის მხარდაჭერა;
პოლიციელებზე თავდამსხმელების აქტიური ქომაგობა და წახალისება;
საქართველოს დადანაშაულება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევაში;
ქვეყნის კონსტიტუციის სისტემატური დემონსტრაციული დარღვევა;
ევროპელების დარწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიევროპული და პრორუსულია, ანუ კანდიდატის სტატუსის ტორპედირება;
საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინების საწინააღმდეგოდ რუსეთის მხრიდან საჰაერო ფრენების აღდგენაზე ისტერიული რეაქცია;
პრიგოჟინის ერთდღიანი გამონათების დღეს აცუნდრუკებული განცხადებების გაკეთება და ამით ქვეყნისათვის რეალური საფრთხის შექმნა;
ბოლოდროინდელი პოლიტიკური გააქტიურება ოპოზიციურ ფლანგზე, რაც სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზებით და ვითომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებით გამოიხატება.
ბოლო, მე-10 პუნქტზე შევჩერდეთ და ვნახოთ, რის მიღწევას ცდილობს მადამ პრეზიდენტი. დავიწყოთ იმით, რომ ხელმოწერების შეგროვების კამპანია მხოლოდ საკუთარი თავის გაპიარების მიზანს ემსახურება და სხვას არაფერს, რადგან სტატუსის საკითხი გადაწყვეტილია და ორ კვირაზე ნაკლებ დროში ეს ოფიციალურად გამოცხადდება. თანაც, ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ სტატუსის მიღებას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ყველამ იცის და ხელმოწერებით ახალი რა უნდა აჩვენოს სალომემ გარდა საკუთარი თავის წარმოჩენისა? ამ ყალბი კამპანიის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ 15 დეკემბერს ეს ხელმოწერები ჩაიტანოს ევროპაში და გაამყაროს ის ყალბი ნარატივი, თითქოს საზოგადოებას მიეცა ეს სტატუსი და არა - ხელისუფლებას.

რაც შეეხება სხვადასხვა ჯგუფთან (ჟურნალისტებთან, მეცნიერებთან, ხელოვნების მუშაკებთან სტუდენტებთან, არასამთავროებთან და სხვებთან) შეხვედრებს, აქაც თვალნათლივ ჩანს, რომ ამ შეხვედრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი საქვეყნო საქმეებისთვის კი არა, მხოლოდ სალომეს პიარისა და პოლიტიკაში თავისი გუნდის შექმნისთვის იხარჯება. გვახსენდება სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პარტიული მიზნებისთვის დახარჯული თანხები, რომელიც მაშინდელი კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გაასაჯაროვა და პროკურატურაშიც გადააგზავნა, რადგან არამიზნობრივი იყო სააკაშვილის წიგნის დაბეჭდვისთვის, პარტიული დროშების დამზადებისთვის, პარტიული აქტივისტების შეხვედრებისთვის და სხვა პარტიული მიზნებისთვის სააკაშვილის მიერ დახარჯული საბიუჯეტო სახსრები. სწორედ ამის გამო შურისძიებას შეეწირა მაშინ სულხან მოლაშვილის ჯერ თავისუფლება, შემდეგ ჯანმრთელობა და ბოლოს, სიცოცხლე. სამწუხაროა, რომ არათუ მაშინ, არამედ დღემდეც არ გამხდარა ეს გამოძიებისა და სააკაშვილისთვის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის გამო ბრალის წარდგენის საფუძველი. დღესაც არავის ინტერესდება, რამდენად მიზნობრივია სალომეს მხრიდან ბიუჯეტის ფულის ხარჯვა მომხრეების ძებნის მიზნით ასეულობით ადამიანთან „ფართების“ ორგანიზებისთვის.

რაც შეეხება იმას, რომ სალომე აპირებს თავის გარშემო „შუას“ შეგროვებას (რაც ხაზარაძემ მიზნად გამოაცხადა), ეს იმდენად აშკარაა, რომ დავა იმაზე კი აღარ მიდის, მოხდება თუ არა ეს, არამედ იმაზე, რომელ პარტიას აირჩევს ქოლგად სალომე, რადგან საკუთარი პარტია არ გააჩნია. ერთნი ამბობენ, რომ რადიკალების საპირწონე, ვითომ დავარცხნილ კოალიციას ის შექმნის გახარიასთან, იაგო-გირჩთან, ლომჯარიასთან, ალეკო ელისაშვილთან და სხვებთან, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ ის შეიძლება „ლელოს“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს. სალომემ დაინახა, რომ „არც ნაცი, არც ქოცი“ ამომრჩევლის რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ დიდია და ამ ნიშის დაკავებას ცდილობს. ამ მცდელობაში მას სხვებთან შედარებით ის უპირატესობა გააჩნია, რომ საქართველოში მისი ურეიტინგობის კომპენსაცია შეუძლია მოახდინოს უცხოეთში რაღაც პოზიციების დაფიქსირებით.

მოკლედ, ყველაფრიდან ჩანს, რომ მადამ პრეზიდენტის უფლებამოსილების დარჩენილ წელიწადზე ნაკლებ ვადას ის ბოლომდე არ მიიყვანს და სავარაუდოდ, უკვე გაზაფხულიდან დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში“, - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი