იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ბედოვლათმა ოპოზიციამ აბსოლუტურად გახარჯა რადიკალური ნარატივები და ერთმანეთის ჭამაზე გადავიდა, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, ეს ვაკუუმი შეავსოს და რადიკალები ჩაანაცვლოს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეეცდება ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას, რათა ქვეყანაში რადიკალიზმის ხარისხი გაზარდოს.
„ჩემი მოლოდინია, რომ სალომე ზურაბიშვილი შეეცდება, რადიკალების საპირწონე, ვითომ დავარცხნილი კოალიცია შექმნას გახარიასთან, იაგო-გირჩთან, ლომჯარიასთან, ალეკო ელისაშვილთან და ა.შ. ერთად. იმიტომ ატარებს სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში ყალბ კამპანიებს, იმიტომ ხვდება ახალგაზრდებს და აგროვებს ვითომ ხელმოწერებს, რომ 15 დეკემბერს ეს ხელმოწერები ჩაიტანოს ევროპაში და გაამყაროს ის ყალბი ნარატივი, თითქოს საზოგადოებას მიეცა ეს სტატუსი და არა - ხელისუფლებას.
ამავდროულად, მედიატორის როლიც მოირგოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი, პარალელურად, რადიკალიზმის ხარისხს ზრდის - ისეთ ისტორიულად მძიმე ვითარების რეგიონში მიდის, როგორიც პანკისია და ეს ქალი იქ მყოფ ხალხს ეუბნება - ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული, აქ კონსტიტუცია არ მოქმედებს და სამართალს ვერ იპოვითო. ანუ, ლევან ხაბეიშვილი რასაც ქვების სროლით ვერ ახერხებს, ეს მავნებელი ქალი იმას დავარცხნილი ტექსტებით ცდილობს. ეს უკვე პოლიტიკური კომპონენტის ნაწილი აღარ არის, ეს უკვე სამართლებრივი ნაწილია“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |