ზურაბ ქადაგიძე არესტოვიჩის განცხადებაზე: ერთი წლის თავზე საუბარი იმისა, რომ უკრაინა საჯილდაო ქვაა დასავლეთის ხელში ახალი ფარსია, რომელსაც ავითარებინებენ ყოფილ მაღალჩინოსანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 29 ნოემბერი 2023, 12:52
ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნა, რომ „დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწები გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია“.


როგორც ქადაგიძე წერს, არახამიას ორი დღის წინანდელი განცხადება, რომ ბორის ჯონსონს გადაუწყვეტია უკრაინის ბედი  და არესტოვიჩის დღევანდელი განცხადება, იმ ახალი სპექტაკლიდანაა, სადაც ზელენსკი სცენაზევე  კვდება ტრაგიკულად და ახალი წესრიგი, პარტერიდან უნდა დამყარდეს უკრაინაში!


„უკრაინის კატასტროფა, არასდროს ყოფილა ორი ქვეყნის დაპირისპირება და მხოლოდ რუსული ოკუპაციით გამოწვეული პრობლემა.
უკრაინელი ხალხი და ქვეყნის სუვერენიტეტი მიზანმიმართულად იქნა შეწირული, ნატო-რუსეთის დაპირისპირებას, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა უკრაინის მარიონეტი მთავრობა.
არესტოვიჩის ეს, ვითომ გონების გახსნა და ერთი წლის თავზე საუბარი იმისა, რომ უკრაინა საჯილდაო ქვაა დასავლეთის ხელში ახალი ფარსია, რომელსაც ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ავითარებინებენ ყოფილ მაღალჩინოსანს.
ახლანდელი სტატუს-ქვო, სადაც მეოთხედი უკრაინა ოკუპირებულია და რუსეთი  არათუ უკან იხევს, არამედ ახალი იარაღის წარმოებასა და გამოყენებას განაგრძობს, კრემლს აყენებს გამარჯვებულის პოზიციაში.
სანქციებმა ვერ იმუშავა, რუსული სამხედრო მანქანა დემონტაჟის მაგივრად, უფრო განვითარებადი გახდა.
ამერიკასა და ევროპაში გადამწყვეტი არჩევნები მოახლოვდა. წინასაარჩევნო პერიოდში ომის დისტრიბუციაზე მეტად, მშვიდობისმყოფელობა ფასობს. 
ჰო და არსებობს პრობლემის მოგვარების ორი გზა- გაყინონ კონფლიქტი ან დაასრულონ რუსეთის სასარგებლოდ, რადგან კრემლს უფრო კარგი პოზიცია აქვს და არაფერს დათმობს. 
მოგვარების მეორე გზა თვითმკვლელობა იქნება და ამიტომ ყველა საშუალებით უნდა გაიყინოს კონფლიქტი, თუმცა ამ გაყინვასაც თავისი გმირები და ანტიგმირები უნდა ჰყავდეს.
არახამიას ორი დღის წინანდელი განცხადება, რომ  ბორის ჯონსონს გადაუწყვეტია უკრაინის ბედი  და არესტოვიჩის დღევანდელი განცხადება, იმ ახალი სპექტაკლიდანაა, სადაც ზელენსკი  სცენაზევე  კვდება ტრაგიკულად და ახალი წესრიგი, პარტერიდან  უნდა დამყარდეს უკრაინაში!
არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე ეგ გემოვნების საკითხია, როგორ ჩათვლიან უკრაინის პატრონები…“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი