იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 28 ნოემბერი 2023, 23:21

ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ [ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე] ასევე განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. მივესალმები, რომ მოკავშირეები აწარმოებენ დიალოგს პეკინთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამავე დროს, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ჩინეთის იძულების პოლიტიკის გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

"დიახ, ჩინეთი აზიაშია და ჩინეთი არ აქვს სახმელეთო საზღვარი ნატოს მოკავშირეებთან. მაგრამ რასაც ჩინეთი აკეთებს, მნიშვნელობა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი სერიოზულად ახდენს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ახორციელებს იძულების პოლიტიკას მეზობლებისა და სხვა ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფას. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გრეტა წიწავა „მგზავრებს“: თქვენ რომ არ გეძინათ რუსეთში რათა კაი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო
შალვა პაპუაშვილი: რეგისტრირებული 30,000-ზე მეტი NGO-დან 25,000-მდე ორგანიზაცია უმოქმედოა. აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136 მათგანისათვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა
თბილისის მერია - სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ
არქივი