სატვირთო მანქანების სლოვაკი მძღოლები იმუქრებიან, რომ პარასკევიდან უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელს გადაკეტავენ, თუ არ გადაიდგმება ნაბიჯები უკრაინელი გადამზიდავების მხრიდან კონკურენციის შესაზღუდად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 28 ნოემბერი 2023, 22:41
სატვირთო მანქანების სლოვაკი მძღოლები იმუქრებიან, რომ პარასკევიდან უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელს გადაკეტავენ, თუ არ გადაიდგმება ნაბიჯები უკრაინელი გადამზიდავების მხრიდან კონკურენციის შესაზღუდად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სატვირთო მანქანების მძღოლების პროფკავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სატვირთო მანქანების პოლონელი მძღოლები უკვე სამი კვირის განმავლობაში ბლოკავენ უკრაინასთან რამდენიმე სასაზღვრო გადასასვლელს.

სატვირთო მანქანების პოლონელმა მძღოლებმა პროტესტი 6 ნოემბერს დაიწყეს და მოითხოვეს, რომ ევროკავშირმა ხელახლა შემოიღოს ნებართვების სისტემა უკრაინელი მძღოლებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან და უკრაინაში შესული ევროკავშირის სატვირთო მანქანებისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო მომარაგების გამონაკლისით.

ნებართვების სისტემა გასულ წელს გაუქმდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი