დავით ქართველიშვილი: 2015 წელს, ჩინეთის ტელევიზიასთან ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს შემდეგ, ვინმეს თუ გსმენიათ აწ უკვე სტაჟიანი „ჩინეთოფობის“, თინა ხიდაშელის აღშფოთებული ხმა? არა, რამეთუ აგენტოკრატებისაგან მაშინ მსგავსი დავალება არ მიუღია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 27 ნოემბერი 2023, 10:52
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2015 წელს ჩინეთის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუს უბრუნდება და დღევანდელობასთან პარალელს ავლებს. 

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სწორედ ამ პერიოდიდან კიდევ უფრო ვითარდება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, ხოლო მაშინ „ჩინეთოფობებს“ ინტერვიუ არ გაუკრიტიკებიათ, რადგან დამკვეთებისგან მსგავსი დავალება არ ჰქონდათ მიღებული. 


„საიდან იწყებოდა საქართველოს განვითარების ახალი ეპოქა და ახლებური პერსპექტივები. აი, ამ ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისცა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიას. ობიექტურმა მოვლენებმა (პრემიერის გადადგომა) თითქოს შეაჩერეს ეს პროცესები, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სათავეში ხელმეორედ მოსვლისთანავე, მათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხასიათი მიიღეს და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების მემორანდუმის ხელმოწერით დაგვირგვინდნენ. 


და თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, მსოფლიოში ახალი მართლწესრიგის დამყარებისა და გადაფორმატების მიმდინარე მოვლენების დასრულებისთანავე, აუცილებლად ვიგრძნობთ ჩვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებების აღსრულების ჩათვლით. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ქვეყნის მტრების, მოღალატეების ფარისევლობასა და მავნებლობას. 2015 წელს, ამ ინტერვიუს ჩაწერის და მის შემდგომ პერიოდში, ვინმეს თუ გსმენიათ დღევანდელი აწ უკვე სტაჟიანი „ჩინეთოფობის“,  თინა ხიდაშელის აღშფოთებული ხმა?


იმ პერიოდში თავდაცვის სამარცხვინო მინისტრის ანტიჩინურ ისტერიას თქვენ ვერსად წააწყდებით, რამეთუ აგენტოკრატებისაგან მსგავსი დავალება არ მიუღია. მარიონეტს არ გააჩნია საკუთარი პრინციპები. ლაქიას არ გააჩნია საკუთარი ნება. როდესაც მონა იღებს დირექტივას თავისი მბრძანებლებისაგან, მისი აღსრულების სტადიაზე ჩნდება მისი რეალური სახე“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი