191
26 ნოემბერი 2023, 18:25
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მიმოიხილავს.
როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შესაძლოა აშშ-ს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოშორება და ომის მისთვის გადაბრალება აწყობდეს.
„ხომ ატყობთ, როგორ აღარ სცალია ჩვენთვის არც ზელენსკის, არც, მით უმეტეს, არესტოვიჩს, არც ვინმე პოდოლიაკს და არც (თქვენ წარმოიდგინეთ) არახამიასაც კი. როგორი „მარიონეტობაა“ მათ ამ „კრავთა დუმილში“ - არა აქვთ სათანადო დავალება და ჩუმად არიან. სამაგიეროდ, ახალ დავალებას ასრულებენ. ყოველ შემთხვევაში - აგენტი „ბრაუნი“...
მიღებულია დირექტივა - უკრაინის ომის კატასტროფული შედეგი ზელენსკისა და მის მეგობარ ბორის ჯონსონს უნდა დაბრალდეს. და არახამიაც „ალაპარაკდა“. ომის დასრულება თურმე ჯერ კიდევ 2022 წლის 22 მარტს იყო შესაძლებელი. მაგრამ ჯონსონმა უბრძანა ზელენსკის: „იომე!“. ხოლო, იმის მაგივრად, რომ ჩაებარებინა ისედაც უცხო რუსული დონბასი და ევაჭრა ყირიმისათვის, ეთნიკურად არაუკრაინელმა პრეზიდენტმა ზვარაკად შესწირა მისთვის უცხო ეთნოსი.
ამ ყველაფრის ფონზე, რუსული წყაროები იუწყებიან, რომ გუშინწინდელი იერიში „ისკანდერით“ ზელენსკის კიევის ბუნკერზე განხორციელდა სწორედ უკრაინული მხარის მიერ მოწოდებული კოორდინატებით. ინფორმაციის „არარუსული“ წყაროები კი გვამცნობენ, რომ ერთი კვირის წინ კიევში ჩასულმა CIA-ს დირექტორმა ბერნსმა გააფრთხილა ზელენსკი, რომ მის უახლოეს გარემოცვაში „პერიოდულად“ განიხილავენ მისი ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმებს.
ანუ, გაშვებულია მოვლენათა შესაძლო განვითარების „ქანქარა“ - მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ლიკვიდაცია შესაძლოა ყველაზე მაგრად სწორედ ამერიკელების გეგმებში შედიოდეს, CIA-ს დირექტორმა „დაასწრო“ მოვლენებს და „მეგობრულად“ გააფრთხილა პოტენციური მსხვერპლი, თანაც მიუთითა - შენს გარემოცვას უფრთხილდიო.
რეალურად კი, უკრაინული ომის ჩიხში შესვლის გადაბრალება ზელენსკიზე და ჯონსონზე სწორედ ამერიკელებს აძლევს საშუალებას საკუთარი სახე შეინარჩუნონ. იღება შესაძლებლობების ახალი ფანჯარა, დაიწყონ მოლაპარაკებების პროცესი, მოახდინონ „დანაშაულებრივი რეჟიმის“ ლუსტრირებისა და „პროამერიკული“ რეპრივატიზაციის პროცესები უკრაინაში.
წაგებული რჩება მხოლოდ ევროკავშირი, რომელმაც გაუგებარ პროცესებს შეალია ასობით მილიარდი, დარჩა აფეთქებული „ჩრდილო ნაკადების“ ამარა, დეინდუსტრიული ზეძვირი შეკუმშული ბუნებრივი აირითა და 15-მილიონიანი გამწარებული უკრაინელი მიგრანტით თავის ტერიტორიაზე. მაგრამ არც ეს არის ჩვენი საქმე - თავს თუ დაგვანებებენ, ესაა ჩვენთვის მთავარი“, -წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |