ვლადიმერ ბოჟაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ქართველმა ხალხმა ყველაზე მძიმედ გადაიტანა 2003-2012 წლები, სწორედ ამიტომ გაუშვა ისინი პოლიტიკურ მოუსვლელში და არასდროს დააბრუნებს ხელისუფლებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 23 ნოემბერი 2023, 17:55
 დღეს სისხლიანი რეჟიმი ,,ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს აღნიშნავს, სახელმწიფო გადატრიალების, ტერიტორიების დაკარგვის, ხალხის წამების და დახოცვის, ელიტარული კორუფციის, გამდიდრებული ჩინოვნიკების, სააკაშვილის ნება-სურვილზე დაქვემდებარებული სახელმწიფო სისტემის, ადეიშვილის და მერაბიშვილის მართვადი რეჟიმის დამყარების 20 წლისთავს. - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

ბოჟაძის თქმით, სახელმწიფო გადატრიალებას არასდროს მოუტანია საქართველოსთვის სიკეთე და ამის ნათელი მაგალითი სწორედ ,,ვარდების რევოლუციაა“.

მანვე აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ყველაზე მძიმედ გადაიტანა 2003-2012 წლები და ამიტომ არასდროს დააბრუნებს ხელისუფლებაში „ნაციონალურ მოძრაობას“.

„2003 წლის ,,ვარდების რევოლუციას" ქართველი ხალხი დიდი სიხარულით შეხვდა, კიდევ უფრო დიდი იმედებითა და მოლოდინებით, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. სასიკეთო ცვლილებების იმედით დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობას 96% და ,,ნაციონალურ მოძრაობას" 66% ამომრჩეველმა. თუმცა რეალობა მალევე აღმოჩნდა რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რასაც ხალხს დაპირდნენ. ,,ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის სულ მეტად იკრებდა ძალას და ავტორიტარიზმისკენ მიექანებოდა, გზადაგზა ანადგურებდა ყველას და ყველაფერს, რაც მათთვის მიუღებელი. საზოგადოება სწრაფად გაერკვა მწარე სიმართლეში და კანონის ფარგლებში დაუპირისპირდა რეჟიმს, ასიათასობით ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით 2007 წლის 2 ნოემბერს ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს, თუმცა პასუხად 7 ნოემბერი მივიღეთ, შემდეგ 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომი და 2011 წლის 26 მაისი. ვარდების რევოლუციამ საქართველოს და ხალხს მოუტანა ,,ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი: დარბეული ეკლესიები, დარეკეტებული ბიზნესი, იძულებით ჩამორთმეული და გადაფორმებული ქონება, მორალურად და ფიზიკურად განადგურებული ოპოზიცია, დარბეული და ცენზურას სრულად დაქვემდებარებული მედია, ქუჩაში დახვრეტილი ასობით ახალგაზრდა, ციხეში ნაწამები და მოკლული ათასობით პატიმარი, დაკარგული ტერიტორიები 20%-ს დაემატა კოდორის ხეობა და ახალგორი (150 სოფელი რომელსაც სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა), რუსეთზე გადაფორმებული სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება და ფუნდამენტური უფლებები, გაღატაკებული მოსახლეობა, რომელსაც არ შეეხო გატარებული რეფორმების სიკეთე. რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჯარის და პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო სამსახურების რეფორმა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ელიტარული კორუფციის ჩამოყალიბება მოჰყვა. დღეს სისხლიანი რეჟიმი ,,ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს აღნიშნავს, სახელმწიფო გადატრიალების, ტერიტორიების დაკარგვის, ხალხის წამების და დახოცვის, ელიტარული კორუფციის, გამდიდრებული ჩინოვნიკების, სააკაშვილის ნება-სურვილზე დაქვემდებარებული სახელმწიფო სისტემის, ადეიშვილის და მერაბიშვილის მართვადი რეჟიმის დამყარების 20 წლისთავს. სახელმწიფო გადატრიალებას არასდროს მოუტანია საქართველოსთვის სიკეთე და ამის ნათელი მაგალითი სწორედ ,,ვარდების რევოლუცია" და ,,ნაციონალური მოძრაობაა", ქართველმა ხალხმა ყველაზე მძიმედ გადაიტანა 2003-2012 წლები, სწორედ ამიტომ გაუშვა ისინი პოლიტიკურ მოუსვლელში და არასდროს დააბრუნებს ხელისუფლებაში.“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი