ტოივო კლაარი - ვემზადებით დეკემბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის შეხვედრებით, დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 21 ნოემბერი 2023, 10:25

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისში ჩამოვიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ტოივო კლაარის ცნობით, მას ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები აქვს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მოსამზადებლად.

„ვემზადებით დეკემბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის შეხვედრებით, დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში“, – წერს ტოივო კლაარი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი