ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 21 ნოემბერი 2023, 00:22

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი გმობს ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პაციენტები.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმის გამო. სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები არასდროს უნდა აღმოჩნდნენ ასეთი საშინელების წინაშე და, განსაკუთრებით, საავადმყოფოში ყოფნისას“, – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისინი პასუხობდნენ მტრის ცეცხლს, რომელიც მათ ჯარებს უმიზნებდა საავადმყოფოს შიგნიდან.

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ საავადმყოფოში, და სამედიცინო პერსონალი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიცია რასაც აანონსებს, რომ შევლენ და გაამაგრებენ პრეზიდენტის სასახლეს, საქმე შეიძლება გვქონდეს ჯგუფური დანაშაულის ჩადენასთან, რასაც კანონი მკაცრად უპირისპირდება
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ბულდოზერსაც მიაყენებენ თავისუფალ მედიას, უფრო მეტიც, ეს ბულდოზერი გრანტებით იქნება დაფინანსებული
შალვა პაპუაშვილი: ფაშიზმი ეს არის - ვინც შენს აზრს არ იზიარებს, იმისთვის არც ახალი წელი დააყენო, არც სიმღერა უნდა იყოს, არც ცეკვა. აი, თუ ჩემი მომხრე ხარ, ხორუმსაც გიცეკვებ, გოზინაყსაც გაგიკეთებ და ნაძვის ხესთანაც მიგიშვებ
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ფიქრებია - ვიქნები და ვიქნები
შალვა პაპუაშვილი გიორგი ისაკაძეზე: ეს ადამიანი საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული. ის გაურიგდა სააკაშვილს და ტყუილ სქემაში მიიღო მონაწილეობა, რომ გაეკოტრებინათ ბანკი „ქართუ“
არქივი