გიორგი ჩაკვეტაძე: ანეკდოტია, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, მზად არის, სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს - საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი 2024 წლის 1 იანვრიდან ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 20 ნოემბერი 2023, 23:44

განათლებისა მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე მამუკა ხაზარაძის მიერ სტუდენტების სტაჟირების ანაზღაურებაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ანეკდოტია… მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მზად არის, სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სტაჟირება 2022 წლის 1 ნოემბრიდან სამუშაო გამოცდილებად ითვლება, ხოლო 2 კვირის წინ, მესამე მოსმენით მივიღეთ კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურში სტაჟირება 2024 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურებადი ხდება.

შემდეგი დაპირება ალბათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დავალიანების განულება იქნება, ან სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება შეიძლება შემოგვთავაზოს“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი