216
17 ნოემბერი 2023, 16:37
სალომე ზურაბიშვილის ყბადაღებული (სხვა შეფასება არ აქვს) ინტერვიუ Le Mond-თან, რომელმაც ასეთი ეიფორია მოჰგვარა ჩვენს მყაყე ოპოზიციურ "ბაბლს," არის შეკვეთილი მასალის კლასიკური ნიმუში. - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს le monde-თან.
ანჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დასავლეთს გაუგზავნა გზავნილი დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი.
„სალომე ზურაბიშვილის ყბადაღებული (სხვა შეფასება არ აქვს) ინტერვიუ Le Mond-თან, რომელმაც ასეთი ეიფორია მოჰგვარა ჩვენს მყაყე ოპოზიციურ "ბაბლს," არის შეკვეთილი მასალის კლასიკური ნიმუში. რუსულად "заказуха"-ს რომ უწოდებენ.
ანგაჟირებული ჟურნალისტი ანგაჟირებული კითხვებით დაუჯდა კიდევ უფრო მეტად ანგაჟირებულ რესპონდენტს, რომელმაც დასავლეთს გაუგზავნა ის გზავნილი, რითაც მას უკვე დიდი ხანია ბომბავს აქაური ოპოზიცია და მის მიერ ნაყიდი დასავლელი ლობისტები - დაასანქცირეთ ივანიშვილი! ეს იყო შეკვეთის ამოცანაც და მიზანიც.
რამდენიმე დღის წინ დავწერე, რომ სალომე ზურაბიშვილი სწრაფი ტემპებით ეშვება ბინძურ ჭაობში და ამ ინტერვიუს მერე უფრო ღრმად ჩაეშვა. ვფიქრობ მას დახმარება სჭირდება, ოღონდ არა ჭაობიდან ამოსაყვანად, არამედ ბოლომდე ჩასაძირად!“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |