დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა ფაქტობრივად გასცა ოპოზიციის შეთქმულება 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით - თურმე კიდევ ერთი რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
254 17 ნოემბერი 2023, 16:32
"2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და ქვეყანას არ დააბრუნებს სისხლიან წარსულში," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთმა ევროპელმა ლობისტმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია დააანონსა. 

"️დღეს ოპოზიციის ერთ-ერთმა ევროპელმა ლობისტმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია დაგვიანონსა. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მისი შეფასებით, თურმე საარჩევნოდ ხალხის მიტინგების თავიდან ასაცილებლად კეთდება და ეს მიუღებელი ყოფილა მისთვის. 

️უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უცხოელი კოლეგები ძალიან შორს წავიდნენ და ქვეყნის შიდა ინფრასტრუქტურულ საკითხებშიც კი ერევიან. მეორე და უფრო საყურადღებო ის არის, რომ ვიოლა ფონ კრამონმა ფაქტობრივად გასცა ოპოზიციის შეთქმულება 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით - თურმე კიდევ ერთი რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან. 

მსურს "დავამშვიდო" ქართული ოპოზიციის ლობისტები უცხოეთში, მათ  რევოლუციური სცენარი აღარ დასჭირდებათ, რადგან მათივე ჩატარებული კვლევებით, მხოლოდ ნაცმოძრაობას შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. 1-2%-იანი პარტიები კი ქვეყანაში რევოლუციას ვერ აწყობენ.
სახალხო მღელვარებას ხალხი სჭირდება!  ხალხი კი მათ არ ჰყავთ! 

️2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და ქვეყანას არ დააბრუნებს სისხლიან წარსულში," - წერს ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი