ნათია თურნავა - ჩვენ ახლა, ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის სწრაფ ამოქოქვაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
974 10 აპრილი 2020, 13:57

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორი ეკონომიკური რეფორმების წყალობით, ქვეყანამ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ პრობლემებს ძლიერი პასუხი გასცა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს წინა წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო პარტნიორებს აძლევს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ქვეყანა ეფექტურად გადალახავს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს.

„საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლების მანძილზე, გაატარა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურულ-ეკონომიკური რეფორმები, რისი წყალობითაც ჩვენი ეკონომიკა უფრო ძლიერად შეხვდა ამ კრიზისს და საკმაოდ ძლიერი პასუხიც გასცა კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ წინა წელს გვქონდა მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი ზრდა 5.2%-ი. ეს დადებითი ტენდენცია გრძელდებოდა წლევანდელი წლის იანვარშიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე გლობალურ ბაზარზე მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი და კორონავირუსის პანდემია პრაქტიკულად უკვე იყო. ეს გვაძლევს ჩვენ იმედს და ასევე აძლევს იმედს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს ეფექტურად გადალახოს ის ეკონომიკური სირთულეები, რაც გარდაუვალად მოყვება კორონავირუსს. ჩვენ ეს რესურსი დავაგროვეთ, ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების წყალობით და ჩვენ ახლა, ამაზე დაყრდნობით, ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის სწრაფ ამოქოქვაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი