შეხვედრა იყო ყველაზე პროდუქტიული, რაც კი აქამდე გვქონია. ვუბრუნდებით პირდაპირ, ღია, მკაფიო, პირდაპირ კომუნიკაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 16 ნოემბერი 2023, 09:46

მე ვიცნობ ამ კაცს, ვიცი მისი ხელწერა, ჩავხედე თვალებში. ჩვენ გვაქვს უთანხმოება. ბევრ რამეზე ჩემგან განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგრამ ის პირდაპირ იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვფიქრობ, გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. შეხვედრა იყო ყველაზე პროდუქტიული, რაც კი აქამდე გვქონია. ვუბრუნდებით პირდაპირ, ღია, მკაფიო, პირდაპირ კომუნიკაციას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი კონტაქტების აღდგენა სამხედროებს შორის, საკომუნიკაციო ხაზი პრეზიდენტებს შორის, მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაძლებლობა, ავიღოთ ტელეფონი და მოვუსმინოთ ერთმანეთს. გავცვალეთ მოსაზრებები უამრავ გლობალურ საკითხზე, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომზე და ღაზაში კონფლიქტის შესახებ. ასევე შევთანხმდით ფენტანილის ნაკადის შეზღუდვაზე და ხელოვნურ ინტელექტზე ერთობლივ მუშაობაზე“, - განაცხადა ჯობაიდენმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი: დასანქცირებულთა სია იმდენად აბსურდულია, რომ ვიღაცის ინდივიდუალური შურისძიების სიას ჰგავს
ნინო წილოსანი ალენ ბერსეს ვიზიტზე: ამ გარკვეულ დაძაბულ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ყველაფრით ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დააზიანოს, ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი პოზიტიურია
ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნამ დაასრულა ის უსაფუძვლო დისკუსია და ბრალდებები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა
მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
არქივი