ვატო შაქარიშვილი რობინ დანიგანს - ქალბატონო ელჩო, ეს არ არის უკრაინა, სადაც თქვენი გამომგზავნის და კურატორის, ვიქტორია ნულანდის სცენარებით იმართება ქვეყანა, ეს საქართველოა და გირჩევთ მიდგომები რადიკალურად შეცვალოთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
448 15 ნოემბერი 2023, 14:23
დანიგანი, მენტორული და ირონიით გაჯერებული ტონით გვირჩევს კარგად დავფიქრდეთ პარტნიორების შერჩევისას. მადლობა, ქალბატონო ელჩო, ვითვალისწინებთ რა თქვენს რჩევას, სწორედ დიდი დაფიქრების, ანალიზის, წარსული გამოცდილების და მიღებული იმედგაცრუებების გათვალისწინებით ვარჩევთ პარტნიორებს. გადაწყვეტილებები იმის გააზრებით მიიღება თუ პირველ რიგში საქართველოს ინტერესებისთვის რა იქნება კარგი და არა იმაზე სწორებით, რა ესიამოვნება ვაშინგტონს ან ბრიუსელს. - ასე პასუხობს საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში, საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს, რომელმაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას “არასასურველი ვითარება” უწოდა.

ვატო შაქარიშვილის თქმით, რობინ დანიგანის მიერ “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემული ინტერვიუთი ჩანს, რომ უცვლელი იქნება საკომუნიკაციო არხებიც, ინსტრუმენტებიც და წინამორბედის {კელი დეგნანი} მსგავსად მათი აგენტურული ქსელის მეშვეობით აპირებენ გააგრძელონ საქართველოსთან ურთიერთობა. მისივე თქმით, ამავე ინტერვიუს ფრაგმენტებიდან, გასაგები ხდება სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადება. „ელჩმა დანიგანმა, ვერც ვერაფერი ისწავლა და არც არაფერი დაივიწყა როგორც ჩანს და როგორც მოსალოდნელი იყო, არავის ერთი წამითაც არ უფიქრია იმ უკიდურესად დაზიანებული რეპუტაციის გამოსწორებაზე, რაც კელი დეგნანმა მემკვიდრეობად დატოვა. საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგანი ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, პირველ ინტერვიუს “რადიო თავისუფლებას” აძლევს. ეს გარკვეულწილად გზავნილია, რომ უცვლელი იქნება საკომუნიკაციო არხებიც, ინსტრუმენტებიც, ისევ მათი აგენტურული ქსელის მეშვეობით აპირებენ გააგრძელონ საქართველოსთან ურთიერთობა. ინტერვიუს ფრაგმენტებიდან, გასაგები ხდება თუ საიდან მოდის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული მავნებლური და ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება ჩინეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით. დანიგანი, “არასასურველ ვითარებას” უწოდებს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.
ელჩის მხრიდან ეს განცხადება იმ დროს კეთდება, როდესაც მთელი მსოფლიო ელოდება აშშ-ის და ჩინეთის ლიდერების შეხვედრას, რომლის შედეგების მიმართათ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინებია. დანიგანი, მენტორული და ირონიით გაჯერებული ტონით გვირჩევს კარგად დავფიქრდეთ პარტნიორების შერჩევისას. მადლობა, ქალბატონო ელჩო, ვითვალისწინებთ რა თქვენს რჩევას, სწორედ დიდი დაფიქრების, ანალიზის, წარსული გამოცდილების და მიღებული იმედგაცრუებების გათვალისწინებით ვარჩევთ პარტნიორებს. გადაწყვეტილებები იმის გააზრებით მიიღება თუ პირველ რიგში საქართველოს ინტერესებისთვის რა იქნება კარგი და არა იმაზე სწორებით, რა ესიამოვნება ვაშინგტონს ან ბრიუსელს. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ისევე როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ასევე თქვენ არ უნდა ილაპარაკოთ ანაკლიაზე. ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, თქვენგან მხარდაჭერილმა მამუკა ხაზარაძემ ჩააგდო და არსებობს ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით, იყო ეს მხოლოდ ხაზარაძის თაღლითობა თუ ეს დავალების სახით სწორედ თქვენგან მოდიოდა! ამ კითხვების არსებობას საფუძველს უმყარებს, თქვენი დღევანდელი განცხადებები, მაშინ, როდესაც საქართველო ძალიან ახლოს არის ამ პროექტის დაწყებასთან და ბოლომდე მიყვანასთან. ქალბატონო ელჩო, ეს არ არის უკრაინა, სადაც თქვენი გამომგზავნის და კურატორის, ვიქტორია ნულანდის სცენარებით იმართება ქვეყანა! ეს საქართველოა და გირჩევთ მიდგომები რადიკალურად შეცვალოთ! თქვენმა წინამორბედმა საუკეთესო გაკვეთილი მოგცათ თუ როგორ არ უნდა მოიქცე საქართველოში. არჩევანი თქვენზეა!“ - წერს ვატო შაქარაშვილი facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი