დავით ქართველიშვილი: GORBI-ს კვლევაში, პარტიულ რეიტინგთა პროცენტული ჯამი "რატომღაც" ას პროცენტს არ აღემატება და აქედან გამომდინარე, ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, რომლის კვლევები როგორც წესი 102%-ს აჭარბებს ხოლმე, დიდ ნდობას არ უნდა იმსახურებდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 14 ნოემბერი 2023, 12:37
"რა თქმა უნდა, კატასტროფულია სექტანტების 20%, მაგრამ ფანატიკოსთა ეს სეგმენტი ქვეყნიდან არსად არ გამქრალა," - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას.
ქართველიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს კვლევა არასანდო იქნება, რადგან პარტიული რეიტინგების ჯამი აქ 100%-ს არ სცდება, განსხვავებით იმ კვლევის შედეგებისგან, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარდა.
"უცნაური" კვლევა ჩაატარა "იმედის" დაკვეთით კომპანია "Gorbi"-მ. უცნაურობა იმაშია, რომ პარტიულ რეიტინგთა პროცენტული ჯამი "რატომღაც" ას პროცენტს არ აღემატება და აქედან გამომდინარე, ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, რომლის კვლევები როგორც წესი 102%-ს აჭარბებს ხოლმე - დიდ ნდობას არ უნდა იმსახურებდეს.
ყველა დანარჩენისთვის კი, ეს კვლევა, რომელიც ჩატარდა ოპოზიციის ურყევი რწმენის პერიოდში, რომ "სტატუსს" ქვეყანას არ მიანიჭებენ, კვლევის ეს შედეგი იმის წარმოდგენის შესაძლებლობასაც გვაძლევს, თუ რამდენად გაიზრდებოდა დღეს "ქართული ოცნების" დაფიქსირებული 55%-იანი რეიტინგული ნიშნული იმ გამოკითხულთა მხრიდან, ვინც "სტატუსის" არმინიჭებაზე ფსონის დადებით ამჟღავნებდა თავის პარტიულ ნდობით სიმპატიებს.
რა თქმა უნდა, კატასტროფულია სექტანტების 20%, მაგრამ ფანატიკოსთა ეს სეგმენტი ქვეყნიდან არსად არ გამქრალა და რა გაეწყობა. სექტას ორბიტას "მოწყვეტილი" მისი სხვადასხვა "ხელოვნური თანამგზავრები", რომლებიც ჯამში ასევე 20%-ს შეადგენენ, ამ ეტაპისთვის დაწესებულ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ და ამაში ვის ადანაშაულებენ - გაუგებარია.
მათი მხრიდან ბარიერის დაწევის მოთხოვნა, მხოლოდ რამოდენიმე ურეიტინგო პოლიტიკოსისთვის სადეპუტატო მანდატების მოპოვების მიზნით, არ წარმოადგენს იმ სამოტივაციო არგუმენტს, რომელიც ქვეყნის მართლაც რომ პოლიტიკური გაჯანსაღების და პარტიული მრავალფეროვნების შესაქმნელად ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდეს ხელისუფლებისაგან, რომელსაც (საარჩევნო ბარიერის თუნდაც 3%-მდე დაწევა) ევროპული სივრცის უმეტეს ქვეყანაშიც კი არ მიმართავენ," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი