235
13 ნოემბერი 2023, 16:25
"ჩინეთის ელჩისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოებას, თუ რა მძიმე შემთხვევას უმკლავდება ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გასული და იმპიჩმენტ-დაპროცედურებული უცხო ქვეყნის "გავლენის აგენტი" პრეზიდენტის სახით," - ამის შესახებ "ხალხის ძალის, წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშცილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, სხვა საკითხების განხილვის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილის უხერხული განცხადებების გამო გარკვეული განმარტების გაკეთება მოუწია.
"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს. ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარების თემატიკასთან ერთად, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ქვეყნის პრეზიდენტის სრულიად ამაზრზენ და ყველა ჩარჩოდან გამოსულ განცხადებაზე განმარტების გაკეთებას.
ერთ-ერთი ფრანგული გამომცემლობისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვას პუტინისა და სი ძინპინის დაპატიმრების აუცილებლობის შესახებ, ჩვენთან საზღვარგარეთიდან მიჩენილმა ამ "დიპლომატმა" დადებითი პასუხი გასცა. მან ჩინეთის იმ პრეზიდენტის დაპატიმრებას დაუჭირა მხარი, რომელიც ჩვენი, და არა მისი სამშობლს სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტს წარმოადგენს, რომელსაც სან-ფრანცისკოში 15 ნოემბერს ჩვენი მეორე სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს პრეზიდენტი ხვდება, ხოლო 7-8 დეკემბერს პეკინში სი ძინპინთან შეხვედრაზე ჩვენი მესამე სტრატეგიული პარტნიორის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი ჩადიან.
ჩინეთის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებას გაგებით მოეკიდა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მისთვისაც არ წარმოადგენს საიდუმლოებას, თუ რა მძიმე შემთხვევას უმკლავდება ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გასული და იმპიჩმენტ-დაპროცედურებული უცხო ქვეყნის "გავლენის აგენტი" პრეზიდენტის სახით. ჩინეთის ელჩმა ნაწილობრივ სირცხვილის გრძნობა აგვარიდა ამ უპრეცედენტო "უხერხულობის" გამო, თუმცა ინტუიცია გვკარნახობს, რომ ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |