ვატო შაქარიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ქართულ პოლიტიკაში მათ არსებობას მოქვს მსხვერპლი და ტრაგედიები, ეს არის ყოვლად ამორალური, უტიფარი, კოლაბორაციონისტული ძალა და ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 07 ნოემბერი 2023, 18:40

ქრონოლოგიურად თუ გავყვებით, ბოლო ორ კვირაში განვითარებულ მოვლენებს, დავინახავთ, რომ სახეზეა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტრის და ოკუპანტის მოკავშირის - „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პროვოკაცია! - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს.

შაქარიშვილის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხით არეულობის მოწყობის სცენარის ჩავარდნის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი პროვოკაციული კამპანია დაიწყო, რის შედეგადაც, 2008 წლის შემდეგ შექმნილი ვითარება კიდევ უფრო გააუარესეს.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" არსებობას მოაქვს მსხვერპლი და ტრაგედიები, რომლითაც მანიპულირებას აღნიშნული პარტია ცდილობს. „ქრონოლოგიურად თუ გავყვებით, ბოლო ორ კვირაში განვითარებულ მოვლენებს, დავინახავთ, რომ სახეზეა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტრის და ოკუპანტის მოკავშირის - ნაც.მოძრაობის მორიგი პროვოკაცია! კანდიდატის სტატუსის საკითხით, ქვეყნის არევის სცენარის ჩავარდნის პარალელურად, 25 ოქტომბრიდან სათავეს იღებს ნაც.მოძრაობის ახალი პროვოკაციული კამპანია. საოკუპაციო ხაზთან, რომელიც სწორედ მათი პოლიტიკის შედეგად არის გავლებული, დაიწყეს ჩვეული პერფორმანსების მოწყობა. ავიდნენ მლეთაში, სადაც იმავე შედეგის გამოწვევა სურდათ, რაც გამოიწვიეს კირბალში, როდესაც იქ დროშის აღმართვით წლების განმავლობაში, ოკუპაციის მიუხედავად შენარჩუნებული ვითარებაც არიეს. აღნიშნული ტაძარი, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, მაგრამ მეუფე ანდრიას და სამღვდელოების დამსახურებით იქ დღესასწაულებზე მაინც ახერხებდა მოსახლეობა უსაფრთხოდ შესვლას. პატრიოტიზმის სახელით, „უცნობმა ადამიანებმა” იქ ქართული დროშა განათავსეს, მაგრამ 1 საათში იქ აღარც დროშა იყო და ტაძრის კარიც აიჭედა!!!გადის გარკვეული დრო და იქ ადამიანს კლავენ… პერფორმანსი და შარვლის ჩახდა ჰგონიათ პატრიოტიზმი და მსგავსი პროვოკაციებით იმ ვითარებასაც კი ამძიმებენ, რომელიც იქ 2008 წელს შექმნეს და მას შემდეგ ოკუპაციის პირობებში მაინც ახერხებდა ჩვენი სამღვდელოება, რომ მოევლო ხაზს იქეთ დარჩენილი ტაძრებისთვის და გარკვეული პერიოდულობით ღვთისმსახურებაც აღესრულებინა! ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მოხაზვით თვითონ მიართვეს ოკუპანტს ახალგორი და კოდორი! ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ, მიწაზე ფორთხვით გამოიქცა მთავარსარდლიდან დაწყებული მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა! გმირი ბიჭების ცხედრები მიატოვეს! წითელ ხიდთან და სხვა გამშვებ პუნქტებთან დოლარებით სავსე ქეისებით იდგა მთელი ნაც-ელიტა! წაგებული ომი კონცერტით იზეიმეს, სარკო-სარკოს შეძახილებით! ომიდან 3 თვეში მოღალატეობრივ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი! მთელი ქვეყნის ეკონომიკური სიმდიდრე რუსებს გადასცეს! უვიზო რეჟიმი ცალმხრივად მოუხსნეს! საოკუპაციო ხაზი მემკვიდრეობად დაგვიტოვეს და გამუდმებულ პროვოკაციებს აწყობენ დღემდე…. ქართულ პოლიტიკაში მათ არსებობას მოქვს მსხვერპლი და ტრაგედიები! შემდეგ, ამ ტრაგედიებით მანიპულირებენ, რომ რევანშის შანსები მოიპოვონ! ეს არის ყოვლად ამორალური, უტიფარი, კოლაბორაციონისტული ძალა და ის არის ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი!!!“ - წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი