ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
333 05 ნოემბერი 2023, 20:31

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, 100კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ რამდენიმე წუთის წინ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ტურნირის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგან ილია სულამანიძე (100კგ), ლაშა ბექაური (90კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ) ფინალში გავიდნენ.

დღეს გამომსვლელი ორი ქართველი ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. 

კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.

დღეს,  ვერცხლის მედალს დაეუფლა ლაშა ბექაური.

რამდენიმე წუთის წინ კი, ილია სულამანიძე.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი