საქართველო მგონი ისევ იმ ადგილას დგას, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში არა?
მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა მაშინაც საინტერესო იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენთვის მათთან ურთიერთობა და ახლაც ასე გრძელდება, მაშ რატომ იქეცით მონებად და ყველა ბრძანების უპირობო შემსრულებლებად, თუნდ ქვეყნის საზიანო ბრძანების? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ხატია დეკანოიძის და ხათუნა სამნიძის განცხადებებს, რომ თუ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
ფოჩხუა აღნიშნავს, რომ ხატია დეკანოიძე და ხათუნა სამნიძე ხვდებიან, რომ აღარავინ დააფინანსებთ მათ და ამიტომ იცვლიან ყოველ წამს აზრებს, იქნებ ამით მაინც გაიხანგრძლივონ უცხოელების კეთილგანწყობა.
„საქართველო მგონი ისევ იმ ადგილას დგას, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში არა?
მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა მაშინაც საინტერესო იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენთვის მათთან ურთიერთობა და ახლაც ასე გრძელდება, მაშ რატომ იქეცით მონებად და ყველა ბრძანების უპირობო შემსრულებლებად, თუნდ ქვეყნის საზიანო ბრძანების? თქვენ თუ მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობა გინდოდათ, ხომ შეგეძლოთ თანაბარ პირობებში ყოფილიყავით პარტნიორებთან, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამოსულიყავით, მაგრამ მაშინ ხომ არავინ დაგაფინანსებდათ და ვერ ააწყობდით საკუთარ კეთილდღეობას.
აი ეს არის რომ გაგიჟებთ, ხვდებით, რომ დოლარებს აღარავინ ჩაგირიცხავთ, ამიტომ იცვლით ყოველ წამს აზრებს, იქნებ ამით მაინც გაიხანგრძლივოთ უცხოელების კეთილგანწყობა“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |