დავით ქართველიშვილი: ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის პარლამენტი (ქნესეთი) ამზადებს რიგ განცხადებებს უკრაინიდან "ჰამასი"-ს მისამართით შეიარაღების მიწოდების თაობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
252 26 ოქტომბერი 2023, 13:23
დღეს ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ ასევე უარი უთხრა ვიზიტზე რუსლან სტეფანჩუკს (რადას სპიკერი) და დენის შმიგალს (პრემიერ-მინისტრი), რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტისაგან ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალური წერილობითი ახსნა-განმარტება უნდა ჩაეტანათ“,- ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ისრაელმა ახალი ფაქტები მოიპოვა: "ჰამას"-ის განკარგულებაში აღმოჩნდა სარაკეტო ტექნოლოგიები ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებიც თავის დროზე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო საწარმოდან კიმ ჩენ ინს ჯერ კიდევ იური ნალივაიჩენკომ გადასცა.


„ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის პარლამენტი (ქნესეთი) ამზადებს რიგ განცხადებებს უკრაინიდან "ჰამასი"-ს მისამართით შეიარაღების მიწოდების თაობაზე. საუბარი მიდის მსხვილ პარტიებზე, რომლებიც ბრიტანელი შუამავლების მეშვეობით გადამისამართებული იყო ალბანეთიდან და ბულგარეთიდან ლიბიის საზღვაო ნავსადგურებში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხაზით. "მოსსადმა" და "შაბაქმა" (დაზვერვა) უკვე დაუდასტურეს ქნესეთს აღნიშნული ინფორმაცია.

სწორედ ამით არის განპირობებული ისრაელის უარი ქვეყანაში პრეზიდენტ ზელენსკის ჩამოსვლაზე, რომელიც ცდილობს ადგილზე ჩაახშოს მომავალი საერთაშორისო სკანდალი. დღეს ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ ასევე უარი უთხრა ვიზიტზე რუსლან სტეფანჩუკს (რადას სპიკერი) და დენის შმიგალს (პრემიერ-მინისტრი), რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტისაგან ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალური წერილობითი ახსნა-განმარტება უნდა ჩაეტანათ. მაგრამ აღარაფერს არა აქვს აზრი - ისრაელმა დღეს ახალი ფაქტები მოიპოვა: "ჰამას"-ის განკარგულებაში აღმოჩნდა სარაკეტო ტექნოლოგიები ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებიც თავის დროზე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო საწარმო "Южмаш"-იდან კიმ ჩენ ინს ჯერ კიდევ იური ნალივაიჩენკომ გადასცა (უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ექს-შეფი). ასე რომ, ზელენსკის თავზე ჩამოწოლილი ღრუბელი კიდევ უფრო სასტიკ ელფერს იძენს...“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი