როგორც ამერიკამ, ისევე ევროპამ პოლიტიკური თამაშის წესები შეცვალეს - მათ ოპოზიციას გადმოაბრალეს, რომ ისინი ითხოვდნენ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ და ახლა ოპოზიცია ფიქრობს, საით ისროლოს ეს ტალახის ბურთი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
195 25 ოქტომბერი 2023, 19:00
„თუკი აქამდე იმის შესახებ, რომ ქართული ოპოზიცია ევროკავშირისგან ითხოვდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო, ევროპის ქვეყნების ლიდერები ჩვენს ლიდერებს კულუარულად ესაუბრებოდნენ, დღეს მათ ამაზე ღიად საუბარი დაიწყეს - ალბათ ამან გამოიწვია ის, რომ ოპოზიცია ურთიერთბრალდების რეჟიმზე გადავიდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია იმას აღიარებს ახლა, რასაც ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში აჟღერებდა მათ მიმართ. 

„მთელი ერთი წელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმოდა, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩადიოდნენ ევროპაში და ევროპის წამყვან პირებს არწმუნებდნენ, არ მიეცათ მათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. თავად პრემიერმა სალომე სამადაშვილი დაასახელა, რომელსაც თავი ყველაზე დიდ ევროპელად მოაქვს და რომელიც თურმე მიდიოდა ევროპაში და ითხოვდა, რომ საქართველოს სტატუსს ნუ მისცემთ, თორემ დარჩებიან ესენი ხელისუფლებაში და ვეღარ ავაყირავებთო. მთელი ამ ხნის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ „ოცნება“ და ჩვენ, „ხალხის ძალა“  ვიტყუებოდით, როცა ამ ბრალდებებს ვაჟღერებდით მათ მიმართ. დღეს კი თავად ერთმანეთს აბრალებენ ამას და ამით ამბობენ, რომ თურმე ხელისუფლება და ჩვენ მართლები ვყოფილვართ. 

ყველაზე მნიშვნელოვანია, რამ გამოიწვია ეს პროცესი, რატომ მივიდნენ ამ ზომამდე? ეს ალბათ იმან გამოიწვია, რომ თუკი აქამდე ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ჩვენს ლიდერებს კულუარულად ეუბნებოდნენ, დღეს მათ ამაზე ღიად საუბარი დაიწყეს. ასევე, ალბათ აღარ აწყობთ ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს ის თამაშის წესები, რითაც თამაშობდნენ უწინ - როგორც ამერიკამ, ისევე ევროპამ პოლიტიკური თამაშის წესები შეცვალეს, რადგან იმ წამგებიანმა პოლიტიკამ, რასაც ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ, ევროპა დაღუპა და ამერიკას დაარტყა. მათ ოპოზიციას გადმოაბრალეს ყველაფერი და ოპოზიცია ახლა ფიქრობს, საით ისროლოს ეს ტალახის ბურთი“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი