195
24 ოქტომბერი 2023, 15:41
ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის შემდეგ შემდეგ ერთმანეთს უკვე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი წევრები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ამჯერად შიდაპარტიული არჩევნების ლეგიტიმაცია გახდა. ამის შესახებ უკვე ღიად საუბრობს პარტიის რიგებიდან წასული ხატია დეკანოიძე, საპასუხოდ კი ანა წითლიძე ამბობს, რომ ის მალე დუმილს დაარღვევს და დეკანოიძეს საჯაროდ ამხელს.
„პოლიტიკური შეცდომაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კონკრეტული სამხილების გასაჯაროებაზე ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც სამხილების გასაჯაროება, პირადი ჩანაწერების გასაჯაროება და ა.შ. იყო კონკრეტული პრობლემა, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |