თამარ ჩიბურდანიძე: ყველას აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ საქართველოს თავზე, სადაც წმინდა გიორგის დროშა ფრიალებს, ცისარტყელას დროშას არ ავაფრიალებინებთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 19 ოქტომბერი 2023, 16:24
უკრაინას ომი, ნგრევა და გაცამტვერება არ აკმარეს, სულიერადაც გაანადგურეს,  რწმენა და ეკლესია წაუბილწეს. 
გინდათ ასეთი საქართველო?“ - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, გლობალური ომის პარტიამ, რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯოს ცრუ პატრიოტებში საქართველოში, ისტორიას დარჩება მხოლოდ მათი სახელები, ვინც ქვეყანა გადაარჩინა!


„უკრაინას ომი, ნგრევა და გაცამტვერება არ აკმარეს, სულიერადაც გაანადგურეს,  რწმენა და ეკლესია წაუბილწეს. 
გინდათ ასეთი საქართველო? 
მე არა!!!
პრეზიდენტს ვეკითხები, ეს ზელენსკია გმირი და ჩვენი ლიდერები პატარა კაცები? 
არა უშავს, ისტორიას სულ ცოტა დრო უნდა და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. 
გმირია ის, ვინც საქართველო ომს, ნგრევას და განადგურებას გადაარჩინა!
გმირია ის, ვინც საქართველოს ეკლესია გადაარჩინა!
გმირია ის, ვინც  ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული სული გადაარჩინა!
რამდენი მილიონიც არ უნდა ხარჯონ ცრუ პატრიოტებში საქართველოში, ისტორიას დარჩება მხოლოდ მათი სახელები, ვინც ქვეყანა გადაარჩინა!
ამიტომ ვარ ამაყი, რომ ვდგავარ იქ, სადაც საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება!
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა  ჩვენგანმა ბევრი პირადი კეთილდღეობა და სიმშვიდე დავთმეთ ამ ბრძოლისთვის, აუცილებლად  ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ!
ყველას აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ საქართველოს თავზე, სადაც წმინდა გიორგის დროშა ფრიალებს, ცისარტყელას დროშას არ  ავაფრიალებინებთ!“ - წერს ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი