ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე - უკადრებელიც იკადრა, ვის მხრებზეც გადაიარა მისმა გაპრეზიდენტებამ, მათ შვილებს შეეხო- მან ხომ მხოლოდ ის იცის, როგორ "გაქაჩოს" რუსული მეთოდებით საკუთარი შვილები.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
207 18 ოქტომბერი 2023, 15:59
სამშობლოს ხომ უღალატა, პრეზიდენტის სავარძელი და ქვეყნის კონსტიტუცია ხომ ფეხქვეშ გათელა, ახლა უკადრებელიც იკადრა, ვის მხრებზეც გადაიარა მისმა გაპრეზიდენტებამ, მათ შვილებს შეეხო, თან სრულიად დაუმსახურებლად, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.
ფოჩუხამ შეაფასა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას ზურაბიშვილის მიერ უმრავლესობის წევრების მისამართით გაკეთებული განცხადება: „მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი.“ ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილმა მხოლოდ ის იცის, როგორ „გაქაჩოს“ საკუთარი შვილები, რომელთაგან ერთი თეთრ სახლში, ხოლო მეორე საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდა.
„სამშობლოს ხომ უღალატა, პრეზიდენტის სავარძელი და ქვეყნის კონსტიტუცია ხომ ფეხქვეშ გათელა, ახლა უკადრებელიც იკადრა, ვის მხრებზეც გადაიარა მისმა გაპრეზიდენტებამ, მათ შვილებს შეეხო, თან სრულიად დაუმსახურებლად, თუმცა მან ხომ მხოლოდ ის იცის, როგორ "გაქაჩოს" რუსული მეთოდებით საკუთარი შვილები. ამ ქალმა სამშობლო ერთი შვილის თეთრ სახლში გამწესებით და მეორე შვილის მაკრონის ადმინისტრაციის დასაქმებაში გაცვალა. აქამდე მეგონა სინდისს და მორალს ზედა ზღვარი ჰქონდა, ამ ქალის დღევანდელმა გამოსვლამ სამწუხაროდ აზრი შემაცვლევინა.“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი