მიხეილ სააკაშვილი - ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში ზურაბიშვილის პროექტის გარშემო აქტიურ მონაწილეობას იღებს, ან სულელია, ან თავს ისულელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 17 ოქტომბერი 2023, 19:27

ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში ზურაბიშვილის პროექტის „გარშემო აქტიურ“ მონაწილეობას იღებს ან სულელია, ან თავს ისულელებს, ამ ეტაპზე „იმპიჩმენტის“ მიზანია პოტენციური პროტესტებისთვის ნამდვილი თემების გადაფარვა, ახლა „იმპიჩმენტი“ ჩავარდება, სალომე ბილეთს აიღებს, წავა ევროპაში და მას მიაწერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირს მართლაც გადაწყვეტილი აქვს გარკვეული დათქმებით სტატუსის მინიჭება.

„ეს მიეწერება სალომეს, რითაც ივანიშვილი რუსების თვალში პასუხისმგებლობას იშორებს. მომავალ არჩევნებში „ოცნება“ რომ უმრავლესობას ვერანაირად ვერ დაიწერს ეს ოლიგარქმა იცის და იქ ძირითად ვარიანტად განიხილავს სალომეს გარშემო ახალი პროექტის შეკვრას და ჩემთან დაკავშირებული ძირითადი ძალის იზოლირებას. ის, რომ ეს ყველაფერი თამაშია მარტივად იშიფრება, ეს ყველაფერი, რაც ივანიშვილს დასჭირდა სალომემ გააკეთა ფარცხალაძესთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის კანდიდატებზე, ჩემს საკითხში, არა მხოლოდ გაშვების არ გაშვების, არამედ „პიჯაკების საქმეზე“ საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფით „საიდუმლოს“ არ მოხსნაზე. ეს ყველაფერი იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ოლიგარქია ასე ჭკვიანი, არამედ იმაზეც, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საკუთარი სისუსტის გამო იღებს ამ თამაშის წესებს. ეს არ ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმას“ და რამდენიმე სხვა გამონაკლისს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ზეგინდელ აქციას მთლიანად მხარს ვუჭერ. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან, ვიყოთ ბევრი და აქტიური! ხალხის რაოდენობას და გამბედაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს მზარდი ტალღა აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის მიერ აშენებულ ხელოვნურ ჯებირებს. დღევანდელ არეულ მსოფლიოში საქართველო თავს გადაირჩენს მხოლოდ იმით თუ დღევანდელ სტატუს-კვოს შევცვლით, რომელიც ასუსტებს და შიგნიდან ანადგურებს ქვეყანას“, – წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი