ნონა გაფრინდაშვილი იწყებს მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
410 12 ოქტომბერი 2023, 20:44

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი იწყებს მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“. თბილისის ჭადრაკის სასახლეში მსოფლიო ტურნეს დაწყებამდე პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა.

82 წლის ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანას ეწვევა და სპეციალურ საჭადრაკო სეანსებს ჩაატარებს. პირველი სეანსი იტალიის ქალაქ პალერმოშია დაგეგმილი.

ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

დღესვე  ნონა გაფრინდაშვილის ხელმოწერით ექსკლუზიურად შექმნილი ჭადრაკის დაფის პრეზენტაცია მოეწყო.

პრეზენტაციაზე ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე, საკრებულოს წევრი მარიამ ზაქარიაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სპეციალური სტუმრები ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი