236
07 ოქტომბერი 2023, 12:03
შარლ მიშელი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შესაბამისი გზავნილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„მკაცრად ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ამ დილით განხორციელებულ თავდასხმებს, რომლებიც ტერორსა და სისასტიკეს თესავს უდანაშაულო მოქალაქეებში. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთანაა. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელელ ხალხს ამ საშინელ მომენტში“, - წერს მიშელი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |