ვლადიმერ ბოჟაძე: ომის და ღალატის პარტიის ახალგაზრდა აქტივისტები კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს სთხოვენ დადგეს კონსტიტუციური წესრიგის სადარაჯოზე და ვეტო დაადოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში მიღებულ ცვლილებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 06 ოქტომბერი 2023, 20:10

მიუხედავად იმისა, რომ სუს-ში დაიწყო გამოძიება, დაკითხვაზე იქნა დაბარებული ,,კანვას საქართველოს“ დამფუძნებლები, რადიკალური ოპოზიცია მაინც ჯიუტად უარყოფს გადატრიალების გეგმის არსებობას, თუმცა დღეს მათი ,,ახალგაზრდული ორგანიზაციების“ განცხადება საპირისპიროზე მეტყველებს- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე წერს, რითაც სამოქალაქო მოძრაობის მიერ პრეზიდენტთან გაგზავნილ ღია წერილს ეხმიანება, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ ვეტო დაადოს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში მიღებულ ცვლილებებს.

„ქურდს ქუდი ეწვისო - ზუსტად ასეა რადიკალური ოპოზიციასთან აფილირებული ,,ახალგაზრდული“ და ,,სტუდენტური“ ორგანიზაციების ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ში დაიწყო გამოძიება, დაკითხვაზე იქნა დაბარებული ,,კანვას საქართველოს“ დამფუძნებლები, რადიკალური ოპოზიცია მაინც ჯიუტად უარყოფს გადატრიალების გეგმის არსებობას, თუმცა დღეს მათი ,,ახალგაზრდული ორგანიზაციების“ განცხადება საპირისპიროზე მეტყველებს. ომის და ღალატის პარტიის ახალგაზრდა აქტივისტები: ,,ტალღა“, ,,ჯიუტი“, ,,სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" და ,,დაფიონი“, საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს წერილით მიმართავენ და სთხოვენ დადგეს კონსტიტუციური წესრიგის სადარაჯოზე, ვეტო დაადოს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში მიღებულ ცვლილებებს. წერილის ავტორების უკან დგანან: ,,ნაციონალური მოძრაობა“, ,,დროა“, ,,გირჩი“ და რაც ყველაზე მთავარია ,,კანვას საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი მელაძე, სწორედ მათთვის არის მიუღებელი ის ცვლილებები, რომელიც ერთის მხრივ ხელს არ უშლის არავის პროტესტის გამოხატვას და მეორეს მხრივ საშუალებას აძლევს პოლიციას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ჩამოყვანილმა სერბმა ტრენერებმა გადაამზადეს ახალგაზრდები იმისთვის, რომ პროტესტი იყოს მაქსიმალურად რადიკალური, მოახდინონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და პარალიზება, გაამწვავონ სამოქალაქო დაპირისპირება, მოაწყონ პროვოკაციები და ა.შ.

დღევანდელმა წერილმა და სალომე ზურაბიშვილის პოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა დესტაბილიზაციის გეგმის არსებობა და ის რეალური საფრთხეები რაც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას ემუქრება. სახელმწიფო და ხალხი არ დაუშვებს საქართველოში ქაოსს და დესტაბილიზაციას, დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას, საკადრის პასუხს გავცემთ გარე და შიგა მტრებს!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი