„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სამოქალაქო მოძრაობის ღია წერილს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ ვეტო დაადოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, პარადოქსია, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ ორგანიზაციები, რომელთაც პირდაპირი კვეთა აქვთ, „კანვასთან“.
„სულ „ჩვენები“, სულ კანვასელები და რადიკალები… პარადოქსია, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ ორგანიზაციები, რომელთაც პირდაპირი კვეთა აქვთ, „კანვასთან”… თვითონ „კანვასი“ კი ყველამ ვიცით რასაც წარმოადგენს, რას გეგმავს და რა მიზნები ამოძრავებთ. ჰოდა პრეზიდენტს მიმართეს, ჩვენ უფლებებს გვიზღუდავენ, რომ დესტრუქციის მოწყობაში ხელი გვეშლებაო. თან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს სთხოვენ, კონსტიტუციის სადარაჯოზე დადექი და ადამიანის უფლებები დაიცავითო.
ალოო, „კანვასია”? ერთი-ორი დანაღმული კარავი ხომ არ მოგეპოვებათ? აბა, ქალბატონო რეზიდენტო, თქვენ იცით! მხარი დაუჭირეთ ამ რადიკალებს და ბოლომდე გააშიშვლეთ პროცესები, რომ ბოლოს ყველა ექსტრემისტი და უსამშობლო ერთად მოგაქუჩოთ ქართულმა საზოგადოებამ და კარგი პანღური გითავაზოთ!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |