ზურაბ ქადაგიძე: ასეთია რეზიდენტის ხვედრი, ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 03 ოქტომბერი 2023, 21:42
საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებს აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში განმარტავს, რომ ის ნაბიჯები, რომელიც სალომე ზურაბიშვიოლმა პრეზიდენტობისას გადადგა „რეზიდენტის ხვედრია“. კერძოდ: „ასეთია რეზიდენტის ხვედრი… ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ უკან: • უგულავას, ოქრუაშვილსა და ჟორიკა რურუას შეგაწყალებინებენ… • წაუკითხავ კანონპროექტს გაგაპროტესტებინებენ… • ნიკა გვარამიას გამოგაშვებინებენ… • საკუთარ ამომრჩეველს გაგინებინებენ… • კონსტიტუციის დარღვევას დაგიყვავებენ… • რადიკალებთან მიგაჩოჩებენ და ფოსტალიონის როლს მოგანიჭებენ… • უფლებადამცველად, ადეიშვილის მოადგილეს დაგინიშნავენ და სულ გაგიბითურებენ ისედაც, განულებულ რეპუტაციას… • გამოგიყენებენ და დაგტოვებენ საკუთარი ბითური ეგოს ამარა… და ბოლოს, შეგიძლიათ შვილიშვილებს მოუყვეთ: მე დამხვრიტეს ბებო-თქო,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი