პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე პუნქტით იხელმძღვანელა და წავიდაო, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ელოდა, რადგან მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ.
„პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე პუნქტით იხელმძღვანელა და წავიდაო.
იგივე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია - მათი ლოგიკით შეუძლია მართოს ქვეყანა. მეორე პუნქტის მიხედვით თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია - მათი ლოგიკით თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს. საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით. სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია. მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ. არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას“, - წერს მამუკა მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |