ზურაბ ქადაგიძე: კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არა, საქართველოსთვის ერთი და იგივე შედეგია, მაგრამ ევროპისთვის გეოპოლიტიკური ტრაგედია შეიძლება ის იყოს, რომ საქართველოში ანტიდასავლური განწყობები გააღვივონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 29 სექტემბერი 2023, 23:32

ამ გეოპოლიტიკურად პრობლემურ დროს, როდესაც ძალიან ბევრი საკითხი წყდება და საქართველო მართლა გამტარია ყველა ტრანსნაციონალური თუ ციმბირული დერეფნისა, საქართველოს დაკარგვა ევროკავშირისთვის უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე - საქართველოსთვის სტატუსის დაკარგვა.“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებმა სახე რომ შეინარჩუნონ, თუკი კანდიდატის სტატუსს საქართველოს მიანიჭებენ, იტყვიან, რომ ეს ხალხმა დაიმსახურა და არა - მთავრობამ.

„ყველაფერს გეოპოლიტიკურ ჭრილში უნდა შევხედოთ - შედეგის მიხედვით ვინ რას მიიღებს. იქიდან გამომდინარე, რომ „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იურიდიული თემატიკა ვერ წამოწიეს; საკანონმდებლო თვალსაზრისით მთავრობის აყირავება ვერ მოახერხეს (რაც მარტში უნდოდათ); სოციალური თვალსაზრისით ვერაფერი ვერ გამოიწვიეს; ეროვნული ბანკის საკითხშიც, ეკონომიკაზე დარტყმა ვერ გამოიწვიეს და ყველა პროცესი გაუმარგინალდათ, შედეგად იმას მიიღებენ, რომ თუკი არასამართლიანად მოექცევიან საქართველოს, შეიძლება საერთოდ კავკასიიდან მოუწიოთ ფეხის მოკვეთა. აქედან გამომდინარე, ამ გეოპოლიტიკურად პრობლემურ დროს, როდესაც ძალიან ბევრი საკითხი წყდება და საქართველო მართლა გამტარია ყველა ტრანსნაციონალური თუ ციმბირული დერეფნისა, საქართველოს დაკარგვა ევროკავშირისთვის უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე - საქართველოსთვის სტატუსის დაკარგვა.

კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ თუ იქნება დათქმა, რომ „კოალიციური მთავრობა თუ არ იქნება, ან ელექტრონულ არჩევნებს თუ ჩაატარებთ, სტატუსს გაგიუქმებთო“, და ა.შ. ეს უკვე ლირიკაა. რევოლუცია გადადებულია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შანსი გამოიყენეს. აქედან გამომდინარე, სახეები ხომ უნდა შეინარჩუნონ კრამონებმა და ა.შ. ამიტომ, ისინი იტყვიან, რომ საქართველოს მთავრობას კი არა, მოსახლეობას ვაძლევთ კანდიდატის სტატუსს, რადგან ხალხი იმსახურებს და არა - მთავრობაო, რათა ინსინუაციების სივრცე დატოვონ.

შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ, საქართველოსთვის ერთი და იგივე შედეგია, მაგრამ ევროპისთვის გეოპოლიტიკური ტრაგედია შეიძლება ის იყოს, რომ იმ 60 თუ 70%-ში, რომელიც ევროპულ ღირებულებებს უჭერს მხარს, ანტიდასავლური განწყობები გააღვივონ.“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი