თამარ ჩიბურდანიძე: „ისინი, ვინც აფხაზეთის ომის უმძიმეს ამბებს სოციალურ ქსელში წერენ, მტრობას აღვივებენ და კონფლიქტის დარეგულირებით არ არიან დაინტერესებულნი, მათ ომი უნდათ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
224 27 სექტემბერი 2023, 12:33
ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის პოლიტიკის გაღრმავების აუცილებლობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებისგან და უცხოელი თუ ქართველი პოლიტიკოსებისგან ომის დაწყების რიტორიკა არ წყდება, სოციალურ ქსელში დაიწყო აფხაზეთის ომის უმძიმესი კადრების გავრცელება და აპელირება იმაზე, თუ რა გაუკეთეს აფხაზებმა ქართველ ბიჭებს, როგორ აწამებდნენ, ასახიჩრებდნენ და ასე შემდეგ. დებენ სტატუსებს და ჰყვებიან საშინელ ამბებს, რაც ისედაც ვიცით. ამაზე საუბრობდა თავად მიხეილ სააკაშვილიც სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნანა ჯაველიძის ახალი ფილმი „იარე ლიზა" გააკრიტიკა და ხალხს შეახსენა, თუ როგორ აწამეს მისი მეგობარი აფხაზეთში. პატიმარმა პრეზიდენტმა „მობოდიშების" პოლიტიკა უწოდა ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკას, რომ ნდობის აღდგენით და ურთიერთპატივისცემით დავიბრუნოთ ჩვენი ძმები. არც სააკაშვილს და არც სხვას ამ ამბების გახსენებით ის კი არ სურთ, რომ აფხაზეთში დაღუპული ბიჭები არ დავივიწყოთ, არამედ, ამით აღვივებენ მტრობას ქართველებსა და აფხაზებს შორის და კვლავ საომარ განწყობას აყალიბებენ. სხვას ვერაფერს მივაწერთ მათ ქმედებას, მითუმეტეს დღეს, როდესაც სერიოზული ზეწოლა ხორციელდება უცხოეთიდან ხელისუფლებაზე, რომ გახსნას მეორე ფრონტი საქართველოში. არადა, ნდობის აღდგენის კუთხით ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება დღესაც,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე. ანალიტიკოსი წერილში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვინც სოციალურ ქსელში აფხაზეთის უმძიმეს ამბებზე საუბროს, მას მხოლოდ მტრობის გაღვივება სურს. „ამ ტკივილის დავიწყება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე მშვიდობიანი პოლიტიკით. ისინი კი, ვინც აფხაზეთის უმძიმეს ამბებზე სოციალურ ქსელში წერენ მტრობის გასაღვივებლად, კონფლიქტის დარეგულირებით არ არიან დაინტერესებულნი, მათ ომი უნდათ. დიდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს! მათი ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ოცნება ავუხდინოთ და საქართველო გავამთლიანოთ. ეს კი, კვლავ ურთიერთდაპირისპირებით და ომით არ მიიღწევა. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს!" - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი