ნანა კაკაბაძე: ვისთვისაც მთავარი არა საკუთარი ხალხის, არამედ ბრიუსელის და ვაშინგტონის (ახალი კრემლის) შეფასებაა, ისინი ქართულ მაიდანზე ოცნებობენ, ხოლო ისინი, ვისაც „ეს კინო ნანახი აქვს“, ყველანაირად ცდილობენ არ დაუშვან ქართული მაიდანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 26 სექტემბერი 2023, 13:18

ვისთვისაც მთავარი არა საკუთარი ხალხის, არამედ ბრიუსელის და ვაშინგტონის (ახალი კრემლის) შეფასებაა, ისინი ქართულ მაიდანზე ოცნებობენ, ხოლო ისინი, ვისაც „ეს კინო ნანახი აქვს“ და აქედან ადეკვატური დასკვნები გამოიტანეს, ყველანაირად ცდილობენ არ დაუშვან ქართული მაიდანი, ანუ იბრძოლონ ანტიმაიდანისთვის, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

„მაიდანი და ანტიმაიდანი

2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში დაიწყო მაიდანის საპროტესტო გამოსვლები, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობით 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და 2014 წლის 23 თებერვალს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა. ამ სამი თვის განმავლობაში, ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებისას 100-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.
შემდგომში ამ მოვლენას „ევრომაიდანი“ და „ღირსების რევოლუცია“ უწოდეს, ხოლო დაღუპულებს „ზეციური ასეული“.

მიუხედავად იმისა, თუ რას დაარქმევენ და როგორი ლამაზი სიტყვებით შეფუთავენ ამ ანტისახელმწიფოებრივ მოვლენას, ეს იყო ტიპური სახელმწიფო გადატრიალება, თუმცა, როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აგრესიულად მიმდინარეობდა ტვინების მასობრივი გამორეცხვა, თითქოს ეს ყველაფერი მოხდა სამართლიანობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგებით, ხოლო ძალაუფლება ხელში აიღეს ადამიანებმა, რომლებიც ემსახურებოდნენ რევოლუციის იდეალებს და ყველას არწმუნებდნენ, რომ სწორედ რევოლუციურმა ხელისუფლებამ მიაღწია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე დიდ წარმატებებს.

აშშ და მთლიანად დასავლეთი აქტიურად უჭერდა მხარს მაიდანის ბრძოლას და ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ძირითად მასას ჩაუნერგეს, რომ "ევრომაიდნით" სიკეთემ გაიმარჯვა სიბოროტეზე, სინათლემ სიბნელეზე და დემოკრატიამ დიქტატურაზე.

სინამდვილეში 10 წლის თავზე უფრო კარგად ვხედავთ, თუ რა შედეგები მოიტანა „მაიდანმა“ უკრაინისთვის. რუსეთის მხრიდან დაწყებული აგრესიის შედეგად დღეისათვის უკრაინას დაახლოებით 600 ათასი კვ.კმ. ტერიტორიიდან დაკარგული აქვს დაახლოებით 20% (100 ათასი კვ.კმ.) ომში უკვე დაღუპულია დაახლოებით ნახევარი მილიონი უკრაინელი, 10 მილიონამდე ლტოლვილად არის ქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლილია, დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვა და სამართლიანობა ლამაზ, მაგრამ უშინაარსო სიტყვებად იქცა. დღეისათვის უკრაინაში პრაქტიკულად აკრძალულია ყველა ყველა ოპოზიციური პარტია, გაუქმებულია ყველა ოპოზიციური ტელევიზია, თავისუფალი სიტყვისთვის ადამიანებს ციხეში სასტიკი მოპყრობის პირობებში ამწესებენ ან სიცოცხლეს ასალმებენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად რევოლუციონერების დასავლელი მფარველებისათვის უკრაინის რევოლუციური ხელისუფლება მაინც „დემოკრატიის შუქურას“ წარმოადგენს, რომელიც თურმე დღეისათვის საქართველოზე „წინ“ ყოფილა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონების დაცვის თვალსაზრისით და ამიტომ თურმე უკრაინა საქართველოზე მეტად იმსახურებს ევროპაში ინტეგრაციას.

ვინც ასე ფიქრობს, ვისთვისაც მთავარი არა საკუთარი ხალხის, არამედ ბრიუსელის და ვაშინგტონის (ახალი კრემლის) შეფასებაა, ისინი ქართულ მაიდანზე ოცნებობენ, ხოლო ისინი, ვისაც „ეს კინო ნანახი აქვს“ და აქედან ადეკვატური დასკვნები გამოიტანეს, ყველანაირად ცდილობენ არ დაუშვან ქართული მაიდანი, ანუ იბრძოლონ ანტიმაიდანისთვის.

ანტიმაიდანი-ეს არის უარი ძალადობაზე, დემოკრატიის შეზღუდვაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, პატიმრების წამებაზე, სახელმწიფო რეკეტთან შეგუებაზე და სხვა მრავალ უკეთურებაზე, რომელიც მოაქვს ლამაზი სიტყვებით (ე.წ „ვარდების“, „ღირსების“, „ტიტების“ და ა.შ.) შეფუთულ- შეფასებული ფორმით დემოკრატიულ, ხოლო შინაარსით ანტიდემოკრატიულ სახელმწიფო გადატრიალებებს.

ასე რომ ანტიმაიდანი რეალურად დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მიმართული ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის მონაწილენი ებრძვიან ყველა უკანონო მეთოდის გამოყენების გზას, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის და სახელმწიფოს დასუსტებისთვის მებრძოლ ავანტიურისტებს, რომლებიც მხოლოდ ემოციებით მოქმედ ადამიანებზე დაყრდნობით ცდილობენ საკუთარი ავი ზრახვების რეალიზებას“, - წერს კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი