სტატიები
რომელი ქვეყნები იჩენენ მეტ სიმტკიცეს პანდემიის პირობებში? Europeanscientist-ი საქართველოს მისაბაძ მაგალითად ასახელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1085 04 აპრილი 2020, 12:10

პანდემიის საშიშროების პირობებში ჩვენ, როგორც ცალკეული პირები და, ასევე, ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები, თანასწორნი არ ვართ. წინამდებარე სტატიაში განხილულია მეორე პუნქტი: სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობის სტრატეგიები და ზომები, ასევე მოსახლეობის ტრადიციები და ჩვეულებები, რადგან ყოველივე ეს მნიშვნელოვან, გადამწყვეტ როლს ასრულებს კრიზისთან გამკლავების პროცესში. სტატიაში აღწერილია წარმატების მისაბაძი მაგალითები ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეჩერების მხრივ - დღემდე ეფექტიანად განხორციელებული სტრატეგიები. სტატია არ წარმოადგენს ამომწურავ ანალიზს, რადგან სიტუაცია ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა მასში კარგადაა ასახული, თუ სად ვართ მოცემულ ეტაპზე.


ჰიგიენის წესების დაცვა

დამთხვევებშიც კი შესაძლებელია კანონზომიერების დადგენა და ეს დამთხვევები სავალალო შეიძლება იყოს. თებერვლის ბოლოს საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ინსტიტუტმა (IFOP) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად საფრანგეთში შეიმჩნევა პრობლემები პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით. ამ ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო სტატისტიკის თანახმად, ყოველი 4 ფრანგიდან მხოლო 3 (76%) იცავს ყოველდღიური აბაზანის და სრული პირადი ჰიგიენის წესებს. მოსახლეობის ჰიგიენა კი ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია.

მალაიზიაში Haris Interactive-ის კვლევის თანახმად, პანდემიის საშიშროების შესახებ ინფორმირებულმა მოსახლეობამ დაიწყო ხელის უფრო ხშირად დაბანა - ეს ცვლილება ყოველდღიურ ქცევაში შეიმჩნევა მალაიზიის მოსახლეობის 76%-ში. საინტერესო იქნებოდა შედარებითი ანალიზის ჩატარება ქვეყანაზე ამ ფაქტორის გავლენასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში იგი, დიდი ალბათობით, დიდ როლს ასრულებს პრევენციის თვალსაზრისით.

დამცავი ნიღბის ტარება

ნიღბების ტარების  მიმართ ნეგატიური განწყობა რომ არა, ნიღბების დეფიციტი ეჭვგარეშე გახდებოდა ჯანდაცვასთან დაკავშირებული სკანდალების მიზეზი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი. სინამდვილეში კი პროფილაქტიკის ეს ზომა ბევრ სარგებელს მოუტანს ზოგიერთ ქვეყანას. აზიაში მას უყურებენ, როგორც არსებით ფაქტორს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სამსახურში, განსაკუთრებით სამხრეთ კორეაში. Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატის „კორონავირუსი სამხრეთ კორეაში“ თანახმად, თებერვლიდან მოყოლებული ქვეყანაში ყველა ატარებს დამცავ ნიღაბს. ერთ-ერთი კორეელი მოქალაქე აცხადებს, რომ „მათ, ვისაც მეტროსა თუ ქუჩაში არ უკეთია ნიღაბი, ცუდი თვალით უყურებენ“. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის შემდეგ სამხრეთ კორეა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც პანდემიამ იფეთქა. ჩვენს ვებგვერდზე ფილიპ ლაკუდის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „სიტუაცია სამხრეთ კორეაში სერიოზულია, თუმცა თავდაპირველად ქვეყანა ზედაპირულად მოეკიდა ამ საკითხს. 2020 წლის 1 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურდა 3736 შემთხვევა“. დღეს კი ბევრი მეცნიერი და ანალიტიკოსი სამხრეთ კორეას მისაბაძ მაგალითად მიიჩნევს კრიზისი მართვის თვალსაზრისით.


კრიზისის დადგომის „წინასწარ გათვლა“

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული ღონისძიების გაუქმება

ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და, შედეგად, მიიღო შემზღუდავი, მაგრამ აუცილებელი ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე, კერძოდ კი 28 იანვარს, შეზღუდა მიმოსვლა.  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული ღონისძიების გაუქმება. გარდა ამისა, საქართველოში დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები, რესტორნები და ბარები - და ყოველივე ეს მოხდა დაინფიცირებულთა ძალიან მცირე რაოდენობის პირობებში. ასევე მყისიერად დაიწყო ეკონომიკური ზარალის შემცირებისკენ მიმართული ზომები და შემუშავდა შესაბამისი ეკონომიკური გეგმა, გადასახადების შემცირების, სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების, დღგ-ის დაბრუნების და სხვა ნაბიჯების ჩათვლით. მთავრობამ შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელიც რეალურ დროში უზრუნველყოფს კომუნიკაციას მოსახლეობასთან. გაბრიელ ვაქსმანის )გამოცემა European Scientist) თანახმად, მთავრობათა მხრიდან პანდემიის კრიზისის დადგომის წინასწარ გათვლის და შემდეგ გაბედული მოქმედების ამ უნარს არსებითი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ევროპულმა ქვეყნებმა, მცირე გამონაკლისის გარდა, ვერ შეძლეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება სწორ დროს. ამის საპირწონედ, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ამ პროდასავლური დემოკრატიული ქვეყნის მთავრობამ უდიდესი წინდახედულობა გამოიჩინა. საქართველოში ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღესაც 0-ს უდრის, ხოლო ინფექციის გავრცელება მართვად და ნელ ტემპში მიმდინარეობს.

საყოველთაო ტესტირება

სამხრეთ კორეაში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა დამცავი ნიღბების გამოყენება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახლეობის საყოველთაო ტესტირება. როგორც ერიკ ვან ვარენბერგმა აღნიშნა ჩვენს ვებგვერდზე, სამხრეთ კორეაში დღეში 15 000 ტესტი ტარდება. დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ საყოველთაო ტესტირება პრობლემის გადაჭრის გზაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც მოუწოდა ასეთი ტესტირებისკენ. გერმანიაში, მაგალითად, კვირაში 500 000-ზე მეტი ტესტი ტარდება. რუმინეთში განიხილავენ „ბუქარესტის მთლიანი მოსახლეობის“ (1.8 მილიონი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 10%) ტესტირების შესაძლებლობას. კორონავირუსის შემთხვევაში ასეთი ტესტების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია დაინფიცირებულთა გამოვლენა მაშინაც კი, როცა ისინი არავითარ სიმპტომებს არ ავლენენ - შესაბამისად, შესაძლებელი ხდება მოქმედების განხორციელება უკვე ამ ეტაპზე.

სოციალური დისტანციის დაცვა

ამ ზომის მიღება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ეს გადაწყვეტილება სწორედ მასზეა დამოკიდებული. მართალია, რისკის არსებობის გაცნობიერების შემთხვევაში, ადამიანები ერიდებიან ერთმანეთს, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ დაავადებულმა იცოდეს, რომ დაინფიცირებულია და, შესაბამისად, ვირუსის გადადების საფრთხეს წარმოადგენს სხვებისთვის.

კონტაქტების დადგენის მხრივ, საგულისხმოა ტაივანისა და სინგაპურის მაგალითი. ეს პროცესი კარგად არის ახსნილი შვედი ეპიდემიოლოგის, მარსელ სალატეს მიერ შექმნის ინფოგრაფიკაში. იდეა კი მდგომარეობს დაინფიცირებულთა დადგენასა და იზოლაციაში, შეძლებისდაგვარად, სწრაფად და უმტკივნეულოდ.

სინგაპური ასევე ცნობილია სოციალური დისტანციის წესების დარღვევაზე მკაცრი რეაგირებით, პატიმრობის ჩათვლით. ეს ზომები ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ამ 2 ქვეყანაში შემთხვევათა რიცხვი ძალიან დაბალია, მიუხედავად ჩინეთთან მათი ტერიტორიული სიახლოვისა.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება

მართალია, მავანნი ადანაშაულებენ ჩინეთს პანდემიის შესახებ ინფორმაციის საჭიროზე მეტი დროის განმავლობაში დამალვაში, მაინც აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის მიერ მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებამ არსებითი როლი შეასრულა პანდემიასთან ბრძოლაში და გამოსავლის პოვნისკენ მიმართულ ძალისხმევაში. ერიკ ვან ვარენბერგმა შეადგინა იმ ტექნოლოგიური საშუალებების სია, რომელიც ჩინეთმა გამოიყენა ვირუსით დაავადებულთა დასადგენად და მონიტორინგის განსახორციელებლად. სახის ნაკვთებით პიროვნების ამოცნობის კომპანიამ Megvii (ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე 2019 წლიდან) პეკინის უბნებში დააყენა ტემპერატურის საზომი სისტემების პროტოტიპი, ასევე ინფრაწითელი კამერები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ტემპერატურის გასაზომად, ხმის ამოცნობის სისტემები 5 წუთის განმავლობაში 200 სატელეფონო ზარის მისაღებად. კომპანია ასევე ეხმარება საავადმყოფოებს სკრინინგის ტესტების ჩატარებაში, პაციენტთან შესაძლო კონტაქტის დასადგენად სპეციალური აპლიკაციის გამოყენებაში და ა.შ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეს ჩინეთი აღჭურვილია ყველაზე მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებით.

საყოველთაო კარანტინი/“კომენდანტის საათი“

ცხადია, რომ ეს არის უკიდურესი ზომა. საგანგაშო მდგომარეობის გამო, ბევრმა ქვეყანამ უკვე მიმართა ამ ზომას (ჩინეთის შემდეგ). 2020 წლის 23 იანვარს ვუჰანში შემოიღეს კარანტინის ძალიან მკაცრი ზომები. მოგვიანებით იგივე განხორციელდა კიდევ 15 ქალაქში. ევროპაში საყოველთაო კარანტინი პირველად იტალიაში გამოცხადდა, შემდეგ საფრანგეთში. რთულია, იმის თქმა, რამდენად ეფექტიანია ეს ზომა ამა თუ იმ ქვეყანაში, რადგან ყველა ქვეყანას თავისი წესები აქვს და არა არის აუცილებელი, რომ ყველგან ერთნაირად იცავდნენ დისციპლინას. დაბოლოს, ამ ბოლო ზომას, რომელსაც მეტ-ნაკლები დოზით თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს, მოაქვს კატასტროფული ეკონომიკური და სოციალური შედეგები. მიუხედავად ამისა, პანდემიის მე-3 დონის პირობებში ეს სტრატეგია საკმაოდ ეფექტიანია მოსახლეობის მენეჯმენტის თვალსაზრისით. ის ქვეყნები, რომლებიც ამ ზომას დროულად მიმართავენ და შესაბამისი გამძლეობით გამოირჩევიან, დიდი ალბათობით, მალე ნახავენ დადებით შედეგებს.
რეაგირებაზე ორიენტირებული საავადმყოფოთა ინფრასტრუქტურა
სიაში ბოლო კრიტერიუმის შესახებ მსჯელობა რთულია, თუმცა ამ მხრივ სასარგებლოა „მსოფლიომეტრების“ მიერ მოწოდებული სტატისტიკა, რომელიც ემყარება ჯანდაცვის სისტემების შედარებით ანალიზს. სიის თავშია ისრაელი (5 გარდაცვლილი 2495 შემთხვევიდან, ანუ 0.2%), ნორვეგია (14 გარდაცვლილი 3191 შემთხვევიდან, ანუ 0.2%) ავსტრალია (13 გარდაცვლილი 2799 შემთხვევიდან, ანუ 0.5%) და ისეთი იშვიათი გამონაკლისები, როგორიცაა საქართველო, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0-ს უდრის.

როგორც ჩვენი მოკლე სახელმძღვანელო ცხადყოფს, საუკეთესოდ მომზადებულ ქვეყანად ჩაითვლება ის, რომელიც ყველა ზემოხსენებულ პუნქტს შეასრულებს და ზედმიწევნით გამოიყენებს ყველა ეფექტიან ზომას - სამხრეთ კორეის, სინგაპურისა და საქართველოს ნაზავი, ასე ვთქვათ. ჩვენი ანალიზი ასევე ადასტურებს, რომ აქ ყველაფერს, ყველაფერს გამონაკლისის გარეშე აქვს მნიშვნელობა: მთავრობასაც, რომელმაც იცის, როდის და როგორ განახორციელოს შესაბამისი ზომა, ასევე მოქალაქეებსაც, რომლებიც იცავენ შესაბამის წესებს და მზად არია, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა პანდემიის პირობებში.

ეს მაგალითები აუცილებლად გასათვალისწინებელია სამომავლოდ!

სტატიის ლინკი:


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი