„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამერიკელი სენატორის, ბობ მენენდესისა და მისი მეუღლის, ნადინ არსლანიანისთვის კორუფციაში ბრალის წაყენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ნელ-ნელა ირკვევა, თუ რა გზით ხდება ამერიკის კონგრესმენებისა თუ სენატორების მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის შეკვეთილი რეზოლუციების შემუშავებასა თუ სანქციების დაწესებაში.
„როგორც ამაზე CNBC იუწყება, ამერიკელ სენატორს დემოკრატიული პარტიიდან, ბობ მენენდესსა და მის მეუღლეს, ნადინ არსლანიანს ნიუ-იორკში კორუფციაში ბრალი წაუყენეს. სწორედ მენენდესი იყო აშშ-ის კონგრესში ბოლოდროინდელი ანტიაზერბაიჯანული მოსმენების ინიციატორი. გარდა ამისა, მენენდესი არის აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ კანონპროექტის ავტორი.
მენენდესსა და მის მეუღლეს, ნადინ არსლანიან-მენენდესს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში - წერს ნიუ-იორკის პროკურორი ტვიტერში. დემოკრატი-სენატორი მენენდესი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. სწორედ იმ კომიტეტის, სადაც ჩვენთვის კარგად ცნობილ სენატორებს: შაჰინსა და რიშის ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ ნაწილობრივი სანქციების (სავიზო შეზღუდვები) და ოთარ ფარცხალაძის სრული სანქცირების დაწესებაში, სავარაუდოდ, გადამწყვეტი როლი უკავიათ.
მენენდესსა და ნადინს ბრალად ედებათ სამი მუხლი: შეთქმულებები - ქრთამის აღების, თაღლითობისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიზნით. მენენდესისა და მის მეუღლის ჩხრეკისას 500 ათას დოლარზე მეტი ნაღდი ფული, ოქროს ზოდები, ძვირადღირებული მანქანები და ავეჯი ამოიღეს. საბრალდებო დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ „ამერიკელმა სენატორმა მენენდესმა მიაწოდა „სენსიტიური სამთავრობო ინფორმაცია“ და ასევე სხვა ტიპის დაეხმარა გაუწია ეგვიპტეს“.
უნდა აღინიშნოს, რომ სენატორ მენენდესს აქვს შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აქტიური სომხური ლობის მხარდამჭერის რეპუტაცია, რაც მეტწილად განპირობებულია მისი მეუღლის, ნადინ არსლანიანის სომხური წარმომავლობით. ასეა თუ ისე, ნელ-ნელა ირკვევა, თუ რა გზით ხდება ამერიკის კონგრესმენებისა თუ სენატორების მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის შეკვეთილი რეზოლუციების შემუშავებასა თუ სანქციების დაწესებაში.“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |