ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ერთადერთი რამ აინტერესებთ - როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმისთვის, რომ ეს გამოიყენონ რევოლუციური სცენარისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 20 სექტემბერი 2023, 13:51

ერთადერთი რამ აინტერესებთ - როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმისთვის, რომ ეს გამოიყენონ რევოლუციური სცენარისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„შარშან ხომ იგივე სცადეს, მაგრამ ჩაუვარდათ ეს გეგმა. ახლაც ჩაუვარდებათ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ყველაფერზე წამსვლელები არიან, რადგან უკრაინაზიცია მათი თვითმიზანია“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი